ყაჩაღობა ქალაქის ცენტრში - დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik.  ბახტრიონის ქუჩაზე შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ოჯახს გუშინ, გვიან ღამით თავს დაესხნენ,  იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

დაკავება - Sputnik საქართველო
15 წლის ასაკში ჩადენილი 27 ქურდობა: შსს-მ მოზარდი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მალე მიიმალნენ. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც „Sputnik საქართველოს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება მიმდინარეობს 179-ე მუხლით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ითვალისწინებს ხუთიდან  შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0