15 წლის ასაკში ჩადენილი 27 ქურდობა: შსს-მ მოზარდი დააკავა

© AP Photo / Eric Risbergდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავემ დანაშაულის ჩადენის დღეს ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით 15 წლის მოზარდი თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
კაფე „ანტრეში“ მომხდარ ქურდობაში მოზარდია ბრალდებული

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულმა იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

შსს-ს ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებული მოზარდი წარსულში ქურდობის ფაქტზე 27-ჯერ არის მხილებული და იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება,

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც გულისხმობს ქურდობას და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0