თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. კაფე-მაღაზია „ანტრეში“ მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გამოავლინეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 16 წლის დ.ყ-მ 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“, სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა“).