გიორგი გახარიას საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა არ მოსწონს

© Sputnik / Levan Avlabreliშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნარკოპოლიტიკის იმგვარი შერბილების მომხრეა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი არ გაიზარდოს

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

2017 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლების დარღვევად აღიარა ნორმა სისხლის სამართლებრივი დევნის, მით უმეტეს პატიმრობის შესახებ, მარიხუანას განმეორებითი მოხმარების შემთხვევაშიაც კი. გარდა ამისა, ნარკოპოლიტიკის შემდგომ ლიბერალიზაციაზე პარლამენტმა ცვლილებების სამუშაო ვარიანტი შეიმუშავა. საუბარია მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე.

„დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანას მოხმარება დაშვებულია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. და შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აუცილებლად ეს მიმართულება პირველ რიგშია მოსაწესრიგებელი. არის შესაქმნელი ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ არ მოხდეს წახალისება და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა“, — განაცხადა გახარიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ნარკოპოლიტიკის შეცვლის ბიძგი

სათანადო საკანონმდებლო ნორმების არარსებობაში ის საფრთხეს ხედავს.

„ჩვენ უწყებაში აშკარად ვხედავთ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკვე უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია. ამიტომ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ“, — განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კვლავ სთხოვა მოიწვიოს უწყებათაშორისი საბჭო ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. საბჭო 2013 წლიდან მუშაობდა, თუმცა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ოქტომბერში საქმიანობა იმ დრომდე შეაჩერა, სანამ პარლამენტში ნარკოპოლიტიკაზე კონსენსუსი არ მიიღწევა.

„მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მინდა ვთხოვო, რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი და კონკრეტული პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელი იქნება კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის გამართვა“, — განაცხადა გახარიამ.

ამასთან გახარიამ განაცხადა, რომ მომხრეა სასჯელის გამკაცრებისა იმათთვის, ვინც ნარკოტიკების რეალიზაციასა და გავრცელებას ეწევა.

„ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს პირველ რიგში ახალი მომხმარებლების არგაჩენა და მომხმარებლების რეაბილიტაცია. ყველანაირი ჰუმანიზაცია და ე.წ. ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკისა არანაირად არ უნდა აძლევდეს წახალისების რისკს, ეს მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, ჩვენ, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში გამკაცრებას“, — განაცხადა შს მინისტრმა.

დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე: უკიდეგანო ლიბერალიზმი მიუღებელია

რა ცვლილებები შევა ქართულ კანონმდებლობაში, ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვის, დამზადების, შეძენის, გადატანის ცნებების პირადი მოხმარებისთვის და კომერციული მიზნებისთვის დაყოფა იგეგმება. პირადი მოხმარების შემთხვევაში, თუ საუბარი არ არის დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკებზე, პირთა ჯგუფზე ან ნასამართლევ ადამიანზე, გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელის შეცვლა ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით.

საკანონმდებლო ინიციატივის შემდგომი განხილვის შეჩერების თხოვნით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც აღნიშნა, რომ მასში ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი არ ასახულა. ამასთან საპატრიარქოში განაცხადეს, რომ  დაუშვებელია ნარკოდამოკიდებულ პირთა დაპატიმრება და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.


ყველა ახალი ამბავი
0