დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე: უკიდეგანო ლიბერალიზმი მიუღებელია

© photo: courtesy of T. Chochuaდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ის სიტემურად უნდა იქნას განხილული, განუცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე: უკიდეგანო ლიბერალიზმი მიუღებელია

„უკიდეგანო ლიბერალიზმი და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია, ის უნდა იქნას სისტემურად განხილული, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნარკოპოლიტიკა არა მხოლოდ მომხმარებლებს ეხება, არამედ მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილსაც, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარს“, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკაში გასატარებელ ცვლილებებზე მსჯელობას საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0