პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ნარკოპოლიტიკის შეცვლის ბიძგი

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა მთავრობას შესთავაზა ისეთი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და ამ უმძიმესი სენის მიმართ უარყოფით განწყობას შექმნის.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ქვეყნის ნარკოპოლიტიკა მოწესრიგებას საჭიროებს, რამდენადაც ამ მიმართულებით ვითარება გაუარესდა, განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში მორწმუნეებს შეახსენა რწმენის შენარჩუნებისა და თანამედროვეობის გამოწვევებთან ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ. ყველაფერთან ერთად მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნარკომანიასთან ბრძოლაში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შემუშავება და აუცილებელია ქვეყანაში სარეაბილიტაციო ცენტრების აშენება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა/არდაჭერა. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს", — განაცხადა ჯავახაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ილია მეორემ შობაზე მრევლს რწმენის მნიშვნელობა შეახსენა

მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა ქიმიური ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობა და ე.წ. ბიოსგან გამოწვეული ზარალი, რაც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენთვის პრიორიტეტია", — აღნიშნა მან.

ჯავახაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა, რაც, ფაქტობრივად, მარიხუანის ნაწილში დეკრიმინალიზაციას ნიშნავს. ამიტომ აუცილებელია რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები პრაქტიკაში შესრულდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რომ ქვეყანაში იყოს ეფექტური ნარკოპოლიტიკა. ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნარკოპოლიტიკის მოწესრიგების საკითხებზე, რომლის საბოლოო მიზანია ეს პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტიანი", — აღნიშნა მან.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელი არაკონსტიტუციურ ნორმად აღიარა.

ამიერიდან „ბალახის" მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელი აღარ გამოიყენება, მაგრამ ეს არ გულისხმობს ლეგალიზაციას — მარიხუანის მოხმარება ისევ უკანონოა, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სასჯელით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0