საქართველოში კომუნალურ მომსახურებაზე ფასები გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ თბილისისა და რეგიონების მოსახლეობისთვის ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფები გაზარდა

ტარიფი ელექტროენერგიაზე

კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის, რომელიც თბილისში ოპერირებს, 1 იანვრიდან ტარიფი 1,5635 თეთრით იზრდება. მატება მ 6,8%–დან 10,7%–მდე შეადგინა. ხოლო ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia–ს აბონენტებისთვის, რომელიც თითქმის მთელ ქვეყანას ფარავს, ტარიფი 1,28 თეთრით გაიზარდა.

აქამდე  საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მათთვის, ვინც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარდა 12,957 თეთრი იყო. 1 იანვრიდან ის 14,237 თეთრამდე გაიზარდა (+8,9%).

აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 16,933 თეთრიდან 18,213 თეთრამდე (+7,5%) გაიზარდა; ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 21,453 თეთრიდან 22,733 თეთრამდე (+5,6%). 

ძველებური ჭაღი - Sputnik საქართველო
თბილისელებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ

ტარიფი 1,28 თეთრით გაიზარდა ასევე რეგიონებში მოქმედი კომერციული სექტორისთვის.

ტარიფი წყალზე

რაც შეეხება წყალზე ტარიფს, ფასები მოიმატა თბილისის, ასევე მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობისთვის. აღნიშნული ქალაქების  მოსახლეობა წყლის გადასახადს  ორი სისტემის მიხედვით იხდის – სულადობის ან მოხმარებული წყლის მოცულობის მიხედვით. ბოლო ეხება მათ, ვისაც წყლის მრიცხველი აქვს დამონტაჟებული.

ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე

თბილისში წყლის გამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის ამონენტებისთვის ტარიფი 0,74 თეთრით გაიზარდა. 

მცხეთაში კომპანია „მცხეთის წყლის“  აბონენტებისთვის ტარიფი 1,48 ლარით გაიზარდა.

რუსთავში კომპანია „რუსთავის წყლის“ აბონენტებისთვის კი 0,08 ლარით.

თბილისში კი ერთ სულ მოსახლეზე 3,147 ლარის ნაცვლად  3,892 ლარი იქნება გადასახადი, ანუ 19,28%–ით მეტი.

რუსთავში ტარიფი 2,201 ლარიდან 2,281 ლარამდე (+3,63%) გაიზარდა, ხოლო მცხეთაში 2,408 ლარიდან 3,888 ლარამდე (+61,4%). 

ონკანი - Sputnik საქართველო
თბილისის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუზარდეს

ტარიფი 1 კუბომეტრ წყალზე

ტარიფი იმ აბონენტებისთვის, რომლებსაც სახლში წყლის მრიცხველი აქვთ დამონტაჟებული, დღეისათვის 1 კუბომეტრ წყალზე  0,266 ლარია. ახალი წლიდან კი ის 0,06 ლარით გაიზრდება და 0,326 ლარი (+22,55) იქნება. 

რუსთავის აბონენტებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება – 0,405 ლარი.

მცხეთის აბონენტებისთვის კი 0,209 ლარიდან 0,329 ლარამდე (+57,4%) გაიზრდება.

თბილისში არსებული კომერციული სექტორისთვის კი მოხმარებული წყლის ტარიფი შემცირდა – 4,41–დან 4,4 ლარამდე. რუსთავში გაიზარდა 3,224 ლარიდან 3,644 ლარამდე (+13%).  გაიზარდა ტარიფი მცხეთაშიც – 3,208 ლარიდან 3,548 ლარამდე (+10,5%).

ელექტროენერგიასა და წყალზე განახლებული ტარიფები ძალაში 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს 

სიახლე ძალაში შევა  2018 წლის 1 იანვრიდან  და 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.


ყველა ახალი ამბავი
0