თბილისელებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ

© Sputnik / Levan Avlabreliძველებური ჭაღი
ძველებური ჭაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი, მოხმარებული ელექტროენერგიიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 10,7%-ით გაიზარდა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) თბილისში ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" აბონენტებს ტარიფი გაუზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

განახლებული ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში და 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს. ტარიფის 1,5635 თეთრით მომატებას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
აჭარაში შუქი იქნება: ენერგეტიკული პროექტი დასრულდა

დღეისთვის თბილისში სამომხმარებლო ტარიფი კომპანია „თელასის" აბონენტებისთვის, რომლებიც თვეში 101 კვტ. სთ–მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 12,980 თეთრია, ახალი წლიდან ის 14,5435 თეთრი გახდება (10,7%).

აბონენტებისთვის, ვინც 101-დან 301კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 16,992 თეთრიდან 18,5555 (8,4%) თეთრამდე გაიზრდება, ხოლო 301კვტ.სთ-დან ზევით მოხმარებულ ენერგიაზე — 21,476 თეთრიდან 23,0395 თეთრამდე (6,8%).

ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 1,56 თეთრით გაიზარდა.

ლარის კურსი 27 დეკემბერს – 2,5751 GEL/$1.

 

ყველა ახალი ამბავი
0