პრეზიდენტი: ნარკოპოლიტიკამ უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია, მაგრამ ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით შედეგი არ მოუტანია

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მოქმედმა მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო, ამიტომ სჯობს ადამიანებს თავისუფლება მივცეთ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პარასკევს შეხვდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ პრეზიდენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, შესაბამისი კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს  და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მოისმინეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ის.

„როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და ჯობია ადამიანები თავისუფალი იყვნენ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ორი ადამიანი ერთმანეთს გადასცემს მარიხუანას სიგარეტს - Sputnik საქართველო
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია საქართველოში: რა მოხდება მომავალში?

მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია.

„მე ვესაუბრე ჯგუფს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თემაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. ეს არის უფრო ადექვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე ის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარი გამოსწორება ნარკოტიკის სტატისტიკაში არ მოუტანია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანამშრომლობის მნიშვნელობას ადექვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის.

„დღეს შევხვდი ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უკეთეს, უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, ვინც მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ უფრო ადექვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ადამიანის უფლების დარღვევად აღიარა ნორმა სისხლის სამართლებრივი დევნის, მით უმეტეს პატიმრობის შესახებ, მარიხუანას განმეორებითი მოხმარების შემთხვევაშიაც კი.

სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმება მარიხუანას ლეგალიზებას არ ნიშნავს. ამ ნივთიერების მოწევა ისევ უკანონოდ მიიჩნევა, თუმცა ამიერიდან ის მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს — 500 ლარის ოდენობის ჯარიმას გულისხმობს. 

კანაფის ყლორტები ამერიკაში მდებარე მარიხუანას ლეგალურ ფერმაზე - Sputnik საქართველო
ექსპერიმენტი დანიაში: სამედიცინო მარიხუანის გამოყენება ლეგალიზებულია

პირადი მოხმარებისთვის დადგენილი დოზის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლება არ მოხდება. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩება.

5 გრამამდე გამხმარი მარიხუანა და 10 გრამამდე ნედლი — ეს ის რაოდენობაა, რომელიც განიხილება, როგორც პირადი მოხმარების ნარკოტიკი.

ბოლო დრომდე ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში დამრღვევს, სსკ-ის თანახმად, ელოდა ჯარიმა 120-დან 180 დღემდე ვადით გამასწორებელი სამუშაოები ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს მოეხსნებათ ნასამართლეობა და ჩამორთმეულ უფლებებს აღუდგენენ.

„ბალახის“ შეძენა, შენახვა, მით უმეტეს რეალიზება სისხლის სამართლის დასჯად დანაშაულად რჩება. თუმცა 2016 წლის სექტემბერში 70 გრამამდე მშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელი შერბილდა. ამ შემთხვევაში სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენება.

 

ყველა ახალი ამბავი
0