ექსპერიმენტი დანიაში: სამედიცინო მარიხუანის გამოყენება ლეგალიზებულია

© AP Photo / Brennan Linsleyკანაფის ყლორტები ამერიკაში მდებარე მარიხუანას ლეგალურ ფერმაზე
კანაფის ყლორტები ამერიკაში მდებარე მარიხუანას ლეგალურ ფერმაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი ქრონიკული ტკივილების მქონე პაციენტებს მარიხუანას 1 იანვრიდან გამოუწერენ

თბილისი, 16 дек — Sputnik. სამედიცინო კანაბისის გამოყენების ნებართვა სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტთათვის დანიის პარლამენტმა გასცა, იუწყება РИА Новости დანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
დეისაძე: დედაჩემმა გაიგო, რომ მარიხუანას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი

სამედიცინო კანაბისის ლეგალიზება ექსპერიმენტის სახით განხორცილედა. ახალი წესები ოთხი წლის განმავლობაში იმოქმედებს, კანაბისის გამოყენებით მიღებულ ეფექტს მკვლევართა ჯგუფი მუდმივ ანალიზს გაუწევს.

„1 იანვრიდან პაციენტები, მაგალითად ქრონიკული ტკივილებით ან ქიმიოთერაპიის შემდეგ ძლიერი გულისრევით, ექიმის მიერ დანიშნულ კანაბისს მიიღებენ. გადაწყვეტილება პარლამენტში ერთხმად მიიღეს. ახლა ჩვენ კანონიერი და უსაფრთხო გზით დავეხმარებით პაციენტებს, რომლებიც აუტანელი ტკივილებით იტანჯებიან“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ელენ ტრანე ნერბიმ.

იმ პაციენტთა შორის, რომლებსაც ნებას დართავენ კანაბისის მიღებას, არიან სკლეროზით დაავადებულნი, ზურგის ტრავმის, ქრონიკული ტკივილების მქონენი და ქიმიოთერაპია გავლილები. დანიელმა ექიმებმა დეტალური რეკომენდაციები მიიღეს რეცეპტის გამოწერის წესების შესახებ. გარდა ამისა, მთავრობამ განსაზღვრა საწარმოთა რიცხვი, რომლებმაც ადგილობრივი ჯანდაცვისა და საექსპორტო მიზნებისთის სამედიცინო კანაბისის მოყვანა-წარმოების ნებართვა მიიღეს.

დანიის რადიო DR-ის მონაცემებით, პარლამენტის გადაწყვეტილება დაახლოებით 1500 დანიელს შეუმსუბუქებს ტკივილებს.

სამედიცინო კანაბისის გამოყენება შვედეთშიც დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მსგავსი რეცეპტის გამოწერისას ექიმი ვალდებულია, მიმართოს ჯანდაცვის ორგანოებს სპეციალური განაცხადით.

ყველა ახალი ამბავი
0