დეისაძე: დედაჩემმა გაიგო, რომ მარიხუანას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი
„მარიხუანასთან მიმართებაში ყველა დედას ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. თუ რამე მასალა მოიპოვებოდა ინტერნეტში მარიხუანას შესახებ, ყველა გადავუგზავნე დედაჩემს და გაიგო, რომ მარიხუანას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი“, – ამბობს ერეკლე დეისაძე.
დეისაძის განცხადებით, მისდა გასაკვირად, სხვა ბევრი ისეთი საკითხია, რომელსაც დედამისმა თავად აუბა მხარი. ბევრ ისეთ მუსიკალურ ჯგუფებს და ჟანრებს ურჩევს, რომელსაც თავად ვერც წარმოიდგენდა.