მოსწავლეების მკვლელობა თბილისში: მოზარდს უვადო პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის №51-ე საჯარო სკოლის მახლობლად მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის ორ მოზარდს ბრალდება დაუზუსტა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე, №51-ე საჯარო სკოლის მახლობლად 1 დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდი პატიმრობაში იმყოფება.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა თბილისში: ბრალდებულ მოზარდებს პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის მონაცემებით, თავიდან დაკავებულებს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა") წაუყენეს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა, გამოძიების დროს დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ამ მომენტისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) არის აღძრული, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა შეძლეს გაერკვიათ, რომ სალარიძეს დანით ჭრილობები ორივე ბრალდებულმა, დადუნაშვილს კი ერთმა ბრალდებულმა მიაყენა.

გამოძიებით დადგინდა, რომ პარასკევს დილით, შესვენების დროს №51-ე სკოლის საპირფარეშოში მეცხრე კლასის ორ მოსწავლეს მეთერთმეტე კლასის ექვსი მოსწავლე შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა შეკრებილი მოზარდებისკენ პნევმატური იარაღი მიმართა. დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შუადღისას სკოლის მახლობლად 20-ზე მეტი მოსწავლის ჩხუბში გადაიზარა.

ბიჭი საკლასო ოთახის შესასვლელთან. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ

კერძოდ, ერთ-ერთმა უფროსკლასელმა ბავშვებს საქმის გასარჩევად სკოლის გარე პერიმეტრზე დაუძახა. მეცხრეკლასელმა ა.ს.-მ საკუთარ ნათესავს, უფროსკლასელ არასრულწლოვან მ.კ-ს დაურეკა და დახმარება სთხოვა.

დღისით სკოლასთან მ.კ თავის მეგობრებთან ერთად მივიდა. იქ შეკრებილი იყვნენ მეთერთმეტეკლასელები. ისინი საქმის გასარჩევად ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში მივიდნენ, სადაც მოხდა სისხლიანი გარჩევა. მკვლელობაში ბრალი მ.კ.-ს მეგობრებს ედებათ.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ხუთი ადამიანი. მათ ბრალი ედებათ დანაშაულის დაფარვაში. მათგან სამი პატიმრობაში იმყოფება. რაც შეეხებათ დანარჩენ პირებს, ერთ-ერთი მათგანი გირაოს სანაცვლოდ (5 ათასი ლარი) გაათავისუფლეს, მეორე კი, როგორც არასრულწლოვანი, დედის მეთვალყურეობის ქვეშ გადასცეს.

საქმეს საქართველოს შსს იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0