სააკაშვილის სასამართლო საქართველოში კვლავ გადაიდო

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო იმის გამო გადაიდო, რომ ახალმა ადვოკატმა საქმია მასალების გაცნობა ვერ მოასწრო

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო „გაერთიანებული საქართველოს ბანკის" თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით 3 იანვარმადე გადაიდო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 დეკემბერს ბოლო მოსმენა უნდა გამართულიყო, მოსმენა ჯერ 25 დეკემბრამდე გადადეს. მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს არ ენდობა და 14 დეკემბერს დაქირავებულ ადვოკატებს აცილება მისცა.

მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოფსი - Sputnik საქართველო
ოჯახთან შეერთების უფლება: ნიდერლანდების ხელისუფლებამ სააკაშვილს ვიზა მისცა

25 დეკემბრის სხდომაზე სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა მარიკა გოგლიჩიძემ სასამართლოს შუამდგომლობით სხდომის გადადების შესახებ კვლავ მიმართა, რადგან მასალების გასაცნობად მას საქმის 10 ტომის შესწავლისთვის ორი დღე არ ეყო.

„საქმის მასალების ნაწილს უკვე გავეცანი და შევეცდები, ვადაში ჩავეტიო, მაგრამ თუ დასკვნითი სიტყვისთვის მომზადებას ვერ მოვასწრებ, შესაძლოა, დამატებითი ვადა მოვითხოვო. აქ ადგილი არა აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას, დაძაბული გრაფიკის გამო რამდენიმე მოსამართლეს ვთხოვე პროცესის გადადება სხვა საქმეებზე, მაგრამ მე ასევე სხვა პროცესებშიც ვმონაწილეობ", — განმარტა გოგლიჩიძემ.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი გოგლიჩიძის შუამდგომლობით უკმაყოფილოა.

„თუ ადვოკატი 3 იანვარს ანალოგიურ შუამდგომლობას დააყენებს, მე მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რათა მათ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილონ", — განაცხადა ნადარეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა

სააკაშვილს ბრალად ედება, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს მან შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ორჯერ შეუმცირა სასჯელის ვადა 2007 წელს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ მსჯავრდებულ თანამშრომელს. ესენი იყვნენ: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე. ამის შემდეგ მსჯავრდებულები ვადამდე პირობითად გაათავისუფლეს.

სააკაშვილს განაჩენის სახით ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით ემუქრება.

2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0