თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ვიზა მისცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ გაზეთ Telegraaf-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლებამ დაუდასტურა გაზეთს, რომ სააკაშვილმა ვიზა „ოჯახთან შეერთების“ უფლები საფუძველზე მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ ის ნიდერლანდების ქვეშევრდომ სანდრა რულოფსზეა დაქორწინებული და წყვილს ორი შვილი ჰყავს.
მანამდე სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, თუმცა მან მაინც შეძლო ძალით შეეღწია ქვეყნის ტერიტორიაზე და იქ ანტისახელისუფლებო პოლიტიკური აქციები წამოეწყო.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, ამაზე მიხელ სააკაშვილმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი. ამჟამად მის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.