სააკაშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო განაჩენი ცნობილი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მან ადვოკატებზე უარი განაცხადა და შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა საკუთარ ადვოკატებზე — ბექა ბასილიასა და დავით კაკოიშვილზე, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მის ინტერესებს იცავდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამიერიდან სააკაშვილის უფლებებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. გირგვლიანის მკვლელობის საქმის დასკვნითი სხდომა, რომელიც თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, ოთხშაბათს უნდა გამართულიყო. მოსამართლეს განაჩენი უნდა გამოეცხადებინა.

Бывший губернатор Одесской области Михаил Саакашвили отвечает на вопросы журналистов - Sputnik საქართველო
კიევური ვნებები: სააკაშვილის ოცნება მერობაზე, ბილეთი მალდივებზე და გადატრიალების ფასი

ადვოკატების აცილების გამო, სავარაუდოდ, განაჩენის გამოტანა გაურკვეველი ვადით გადაიდება. როგორც წესი, ახალი ადვოკატი საქმის მასალების გაცნობისთვის დროს მოითხოვს.

თუ რა გახდა სააკაშვილის მხრიდან ადვოკატების აცილების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შემდეგი სასამართლო სხდომა ხუთშაბათს არის დანიშნული.

ამ დროისთვის სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციებს ატარებს. ამასთან, სააკაშვილს უკრაინაში ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

2006 წელს  „გაერთიანებული საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0