ლარის „ყვითელი მაისური“ და წინასაახალწლო სამზადისი...

© photo: Sputnik / Stringerლარის კურსი
ლარის კურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის საფინანსო მარათონი და ეროვნული ვალუტის დასკვნითი აკორდი... შეინარჩუნებს თუ არა ლარი გამყარების ტენდენციას და მოსალოდნელია თუ არა მორიგი შოკი...

ერთგულო მკითხველო, გამორიცხული არაფერია, რამდენიმე დღე ჯერ კიდევ დარჩა, თუმცა ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ეროვნული ვალუტა, 2017 წლისგან განსხვავებით, მომავალ წელს ეროვნული ვალუტა მყარად შევხვდება… რას ბრძანებთ ბატონო, რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, — შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, არ ვიკამათებ და მარტივად ციფრებს მოვიშველიებ. ოფიციალური კურსით 2016 წლის 25 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7507 ლარი იყო, ერთი წლის თავზე კი  2.5342 ლარია. ასე, რომ დინამიკა პოზიტიურია. არადა სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, უფრო მეტიც ლარის მომავალზე საკმაოდ მძიმე პროგნოზები კეთდებოდა და არც თუ უსაფუძვლოდ. რა „ბედნიერებაა“, როცა ამგვარი სურპრიზებით სავსე დროსა და სივრცეში ვცხოვრობთ. დამატებით განვმარტავ, რომ პოზიტიურ დინამიკაზე ბოლო წლების მწარე გამოცდილების გათვალისწინებით მივანიშნებ. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ლარის ტივტივი 1.65-1.75 — ის დონეზე წარსულს ჩაბარდა და მსგავსი პერსპექტივა დიდხანს არ გვემუქრება.

თბილისი - Sputnik საქართველო
ლაღად „მოცურავე“ ლარი, გაძვირებული კრედიტები და გაღარიბებული ხალხი!

ლარის რეკორდული ტემპით გამყარებამ სავალუტო ბაზარი გამოაცოცხლა. მოსახლეობას და კერძო სექტორს კი იმედი ჩაუსახა, რომ ყველაზე რთული პერიოდი უკან არის, თუმცა წინ ჯერ კიდევ რთული დღეებია. შესაბამისად, ამჟამინდელ სასიკეთო ცვლილებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლარის შედარებით დასტაბილურებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი წინასაახალწლო პერიოდთან ერთად შემცირებული ტრანზაქციების მოცულობაც არის.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია: „არასატაბილურობის ერთ-ერთი რეალური მიზეზი არის ის, რომ ახალი წელი ახლოვდება, ტრანზაქციების მოცულობამ მკვეთრად მოიკლო. ამასთან, გვაქვს პოლიტიკური ფაქტორები. ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში გაფრთხილება მიიღო, რომ კომერციული ბანკების მიერ კურსით სპეკულირება აღკვეთოს. შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე კურსი გამყარდა. ახალი წლის პერიოდში გაუფასურება კვლავაც მოსალოდნელია, თუმცა 2.75 ნიშნულზე ქვემოთ კურსის ვარდნა ამ ეტაპზე გამორიცხულია…“

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს...“ ანუ ლარის ახალი რეკორდი

ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარება-გაუფასურებით მცირე ბიზნესმა და მოსახლეობამ იზარალა, ხოლო კომერციულმა ბანკებმა პირიქით, იხეირეს… ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან იანვარ-ნოემბერში 167 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღეს. გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი, თითქმის 192 მილიონი იყო. ასე, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი რყევები ყველაზე მეტად კომერციულ ბანკებს აწყობთ. ეს მათ სპეკულირების საშუალებას აძლევს. მათი მთელი შემოსავალი სწორედ ამაზეა აგებული. ამიტომაც არის, რომ ბანკის მოვალეთა რიცხვი დღიდან დღემდე მატულობს. როგორც „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ლაშა ბაღათურია აცხადებს, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, 2005 წლიდან მოყოლებული „კრედიტინფო საქართველოში“ სულ 22 მილიონი ჩანაწერია. ეს არის ინფორმაცია როგორც დახურული, ისე მიმდინარე სესხების შესახებ. აღნიშნული 22 მილიონი ჩანაწერი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირზე გაცემულ სესხებს. თუმცა, სესხების ოდენობა იურიდიულ პირებზე შედარებით ნაკლებია. ააღსანიშნავია, რომ ჩანაწერების რაოდენობა მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით, კიდევ 4 მილიონით არის გაზრდილი და ეს ზრდა ძირითადად, ფიზიკურ პირებზე მოდის. ასევე კომერციული ბანკების ხელშია „ბლუმბერგის“ ტერმინალი. ეროვნული ბანკი კი ლარის კურსზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება კარგად იყოს კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობას, მცირე ბიზნესს, იმპორტიორებს კურსის მერყეობის გამო დიდი ზარალი მიადგათ…ქვეყნის მთავარი ბანკირი კი აცხადებს, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად  მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმია ოპტიმალური…

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
ძაღლი უკვე ჰყეფს... ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები ძვირდება?!

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე: „მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც საქართველოა, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. ხოლო, მცურავი გაცვლითი კურსი გულისხმობს, რომ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და, შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ხასიათდება მერყეობებით. მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების მშთანმთქავ ფუნქციასაც, რაც ხელს უწყობს სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში…“  

სპეციალისტთა ერთი ნაწილი ეროვნული ვალუტის პერსპექტივას პოზიტიურად აფასებს, მიიჩნევს, რომ ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეინვესტირებაა…

თბილისი - Sputnik საქართველო
სუსტი ეკონომიკა და გაზრდილი ვალები. ანუ ღარიბი ქვეყნის ხვედრი!..

ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე: „როდესაც ვაკეთებდით პროგნოზს, წლის ბოლოსათვის ლარის დასტაბილურებაზე, მიგვაჩნდა, რომ სავალუტო კურსზე წლის ბოლოს დადებით ეფექტს მოიტანდა საგადასახადო რეფორმები, რომლის მიხედვით მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრებოდა გაუნაწილებელი მოგება. რეინვესტირების შემდეგ თანხების ნაწილი აღარ დაკონვერტირდება და შესაბამისად, არ გავა ქვეყნიდან, რაც დადებითად აისახება წმინდა ფულად ნაკადებზე. ამის დადასტურებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა…“ 

ლარის გამყარებამ კარგად განაწყო ბიზნესმენებიც. მათ ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი ტრენდი სავსებით აკმაყოფილებთ. ახლა მათთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია. საერთოდ, საბაზრო ეკონომიკის მექანიზმები განსაზღვრავს შიდა სავალუტო ბაზრის კონიუნქტურას. შესაბამისად, განისაზღვრება ლარის კურსი. ეროვნული ვალუტის კურსზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ხოლო სპეკულაციური განცხადებები სავალუტო ბაზრის სტაბილურობას ხელს არ უწყობს. ბიზნესმენები მიგვანიშნებენ, რომ არსებობს მიწოდება და მოთხოვნა. თუ ამ პრიზმიდან შევხედავთ, ყველას რაც გვაინტერესებს არის ის, რომ ლარი გამყარდეს, კიდევ უფრო მეტად სტაბილური ვალუტა იყოს…

როგორ განვითარდება მოვლენები სავალუტო ბაზარზე დრო გვიჩვენებს, თუმცა ახალი წლის დადგომამდე დღეებით ადრე, უკვე არავინ კამათობს, რომ 2017 წელს არსებული საფინანსო გამოწვევებიდან ყველაზე აქტუალური ლარის კურსის მკვეთრი რყევები იყო. რამაც თავისი  ნეგატიური ასახვა ჰპოვა ფასების დინამიკაზე და ზოგადად სოციალურ ფონზე…


ყველა ახალი ამბავი
0