ზედმეტი ფული არავის აწყენს: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი გაიტანა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი - გადამღები ჯგუფი
საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი - გადამღები ჯგუფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო კომპანიებს კონკურენციის ეშინიათ, ამიტომ ისინი კატეგორიული წინააღმდეგი არიან, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის ტრანსლაციის უფლება ექნება

პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ“, რომლის თანახმად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველად იღებს უფლებას კომერციული რეკლამის განთავსებასა და საავტორო პროგეამების ტრანსლაციაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ტელერადიოკომპანიაა საქართველოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თბილისი, მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
ახლად დამტკიცებული მთავრობის დაპირებები, რომლებიც ბილწსიტყვაობამ დაჩრდილა

ინიციატივამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის უფლების გადაცემის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომერციული ტელეარხების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ზარალი მიადგებათ.

ისინი უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც პარლამენტის გადაწყვეტილებას ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს, და მას საკუთარი შენიშვნები გაუზიარეს.

შესწორებების წინააღმდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ზოგიერთი დეპუტატიც წავიდა. დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რადგან ეს კონკურენტული გარემოსთვის საფრთხედ მიიჩნია.

კანონის არსი

შესწორებების ამოქმედების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს უფლებას, განათავსოს არა მხოლოდ სოციალური, არამედ კომერციული რეკლამაც, ოღონდ – შეზღუდვებით. რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა პრაიმ–ტაიმში.

რაც შეეხება სოციალურ რეკლამას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ის არ უნდა იყოს 90 წამზე ნაკლები ყოველ სამ საათში, საიდანაც ათი უნდა მიეძღვნას საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში.

ასევე, შესწორებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის 25% უნდა იყოს კერძო კომპანიების მომზადებული პროგრამები. ამ პროგრამებზე სახელმწიფო შესყიდვის წესები არ გავრცელდება.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ოპოზიციის გარეშე - კონსტიტუციის ცვლილებებს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე შეძლებს შეიძინოს ტელევიზიის ან რადიოსთვის, სოციალური გვერდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, ასევე თანამგზავრის საშუალებით ტელე–რადიო პროდუქციის მიღება–გაშვებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს უფლებას, ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და გამოიკვლიოს აუდიტორია საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, ასევე უფლებას, მიიღოს თავისუფალი სიხშირეები FM–დიაპაზონზე რადიომაუწყებლობის ქსელის განვითარებისთვის.

პარლამენტმა გადაწყვიტა, მიანიჭოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება, დააფინანსოს სტარტაპები ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კუთხით.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოსგან საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გაზრდას. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ, ჩაერიონ მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობისა და ფინანსურ დამოუკიდებლობაში, მათ შორის, მისცენ ბრძანებები, დავალებები ან აიძულონ შეთანხმებების დადება.

უკმაყოფილო ბევრია

 საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ცვლილებების წინააღმდეგ ქვეყნის წამყვანი კომერციული არხების წარმომადგენლები გამოდიან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ხალხს მოუსმენს

„კომერციული მაუწყებლების დიდი ნაწილი, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის უსამართლობა, ეს არის არასწორი, როდესაც ამხელა ბიუჯეტის მქონე ტელეარხი შემოდის კიდევ კომერციულ ბაზარზე და წაიღებს კერძო ტელეკომპანიების წილს. ეს განსაკუთრებით აზარალებს რეგიონულ და მცირე მედია საშუალებებს,“ — განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა.

ამ თვალსაზრისს ეთანხმება „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილიც.

„ეს კანონპროექტი არის თავშივე უკვე ნათელი ნიშანი იმისა, რომ კერძო მაუწყებლები დაზარალდებიან. შესაბამისად, საფრთხე შეექმნება მედია პლურალიზმს ქვეყანაში, ვინაიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სამაუწყებლო ბაზრის დანარჩენ წილს, ანუ ნახევარს ინაწილებენ ყველა სხვა კერძო მაუწყებლები“, — განაცხადა მურადაშვილმა.

საზმაუ-ს მხრიდან დემპინგის საფრთხეს ხედავს TV პირველის კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ აქვს 50 მილიონიანი დაფინანსება და მას არ უწევს არსებობისთვის ბრძოლა, მას შეუძლია ნებისმიერ ფასად გაყიდოს რეკლამა. შესაბამისად მას სეუძლია გადაიბიროს ჩემი დამკვეთი იაფი ფასით“, — განაცხადა აბურჯანიძემ.

კომერციული ტელევიზიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს საკუთარი პრეტენზიები უკვე გააცნეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
რეფორმა მომწიფდა: შსს იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი

იქნება თუ არა ვეტო

კანონპროექტის მიღების შემდეგ პრეზიდენტს ერთი კვირა ექნება გადაწყვეტილების მისაღებად — მან აღნიშნულ ცვლილებებს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. უარის შემთხვევაში, ეს იქნება პრეზიდენტის მეექვსე ვეტო, რომელსაც ის მმართველი პარტიის ინიციატივით მიღებულ კანონპროექტს დაადებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას გვადარდებს. ამავე დროს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმის შენარჩუნება“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.

ამასტან მან აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

„რაც შეეხება რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს, რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს“, — აღნიშნა ჩიხრაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს დაადებს, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი დეპუტატი ჰყავს იმისათვის, რომ ის დაძლიოს.


ყველა ახალი ამბავი
0