ახლად დამტკიცებული მთავრობის დაპირებები, რომლებიც ბილწსიტყვაობამ დაჩრდილა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, მთავრობის შენობა
თბილისი, მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ყველაზე გრძელ ღამეს, მზებუდობისას, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ახალი, შემცირებული და განახლებული მთავრობა დიდი უპირატესობით დაამტკიცა. თუმცა პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციას, არც ვირტუალურს და არც რეალურს, პრემიერისა და მისი პროგრამისათვის მხარი არ დაუჭერია.

გაწევ-გამოწევისა და გინების ფონზე ყურადღების მიღმა დარჩა რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ახალი სამთავრობო პროგრამიდან, რომელთა მიმოხილვას აქ შევეცდებით.

პირველი მიმართულება უდავოდ ეხება პოლიციას. გარდა იმისა, რომ გიორგი გახარიამ ძალიან აქტიურად დაიწყო საქმიანობა და ჯერჯერობით საზოგადოების ყველა ფენის სიმპატიებს იმსახურებს, უდავოდ ჩაღრმავებას იმსახურებს მისი იდეები ახალი მიმართულებების შექმნისა და ცალკეული დეპარტამენტების გაძლიერების შესახებ შსს-ში.

თუ შს ახალი მინისტრი ასეთი ენერგიული ნაბიჯებით გააგრძელებს და დაამტკიცებს, რომ რეალურად სურს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად ქცევა, უდავოდ აქვს შანსი, გახდეს ერთ-ერთი პატივსაცემი პოლიტიკოსი და მიიღოს ამ საქმეში მხარდაჭერა საზოგადოებისაგან.

მართალია, ზედმეტად არ აქტიურობდა, მაგრამ ამ დღეების უდავო პოზიტივი გახლდათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გამოსვლები.

მთავრობის წევრები პარლამენტის სხდომაზე - Sputnik საქართველო
პარლამენტმა მთავრობას კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

გარდა იმისა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში სერიოზული საკანონმდებლო რეფორმები გატარდა, კახიშვილი ისევ ცდილობს, ციხე სადამსჯელო ორგანიზაციის ნაცვლად

ადამიანისათვის ახალი შანსის მიცემის საშუალებად, პატიმრებისათვის ცხოვრებისათვის საჭირო უნარ- ჩვევების მიცემის შესაძლებლობად აქციოს. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მინისტრმა

სისტემაში დასაქმებისა და ხელობის შესწავლის ახალი ინიციატივები დააანონსა, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ განსახორციელებლად მთავრობისა და ბიზნესის სერიოზული მხარსაჭერა სჭირდება.

და ბოლოს, პირველი რიგის ამოცანა — განათლების სისტემის მოდერნიზაცია:

როგორც ჩანს, განათლება პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური გავლენის სფეროა, მაგრამ რამდენად მოახერხებს ის ამ მრავალრეფორმა ნანახ და მრავალტანჯული სისტემის შეცვლას, რთული სათქმელია. განათლება ის სფეროა, რომელზეც საქართველოს ყველა მმართველმა ფეხი წაიტეხა, შედეგებს კი ყველა ერთად ვიმკით. ხოდა, სანამ საქართველოში ახალი ივანე ჯავახიშვილი და პეტრე მელიქიშვილი, არნოლდ ჩიქობავა და დიმიტრი უზნაძე გამოჩნდებიან, უდავო ჭეშმარიტებად მხოლოდ ის რჩება, რომ სისტემამ ჯერ თავად პედაგოგების მომზადება და მათთვის ადამიანური ხელფასი უნდა უზრუნველყოს, რეფორმის შედეგებს კი 10-20 წლის შემდეგ აღმოვაჩენთ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ოპტიმიზირებული „ოცნება“ და ბიუროკრატია ციფრებში...

რაზე ისაუბრა პრემიერმა თავის გამოსვლაში? შეძლებული ოჯახებისათვის საბავშვო ბაღები ფასიანი უნდა გავხადოთო…

ეს სწორი, მაგრამ ძალიან საფრთხილო ნაბიჯია. გააჩნია, რა ზღვარი ჩაითვლება შეძლებული ოჯახის კრიტერიუმად. თუ იგივე მეთოდოლოგიას მივმართავთ, რასაც სოციალური დახმარებების განაწილებისას, ვეჭვობ, ამ ნაბიჯმა პრემიერ მინისტრს პოპულარობა მოუპოვოს. როგორც ჩანს, ამ ინიციატივას პარლამენტში ეკა ბესელია წარადგენს. მან უკვე დაიბევა საბავშვო ბაღების თემა.

ეკონომისტმა და ბანკირმა პრემიერმა სწორედ ამ ინიციატივით გამოავლინა თავისი მემარჯვენე ბუნება, თუმცა არც საბავშვო ბაღების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადაყვანის ინიციატორი თინა ხიდაშელი გახლდათ მარქსის მიმდევარი…

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ინიციატივაა უმაღლესი განათლების სისტემის დახვეწა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლების ახალი მინისტრის გეგმები: მთავარი ამოცანა - პედაგოგის პრესტიჟი

ეს რეფორმაც დიდ მხარდაჭერას და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების მექანიკური გაზრდა ან შემცირება კი არ წარმოადგენს, პრობლემების გადაჭრის გზას, არამედ განათლების ხარისხის ამაღლება. ამ მხრივ არც ახალი მინისტრის ყოფილ თსუ უნივერსიტეტს აქვს საქმე საამაყოდ.

მთავარი, რასაც გაქცეული ლარისა და გაძვირებული ცხოვრების ფონზე მთავრობა უნდა გვთავაზობდეს, ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება და ახალი სამუშაო ადგილებია. ამ მხრივ დაპირებები მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ 1995 წლიდან გვესმის. რეალობა ჯერ მხოლოდ 4-ით შემცირებული სამინისტროთა რიცხვია. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გვპირდება, რომეს მხოლოდ 6 შტატის შემცირებას იწვევს…

იმედია, ამ საახალწლოდ ადამიანები უმუშევრები არ დარჩებიან. მათ უკან ოჯახები დგას. და ასევე იმედია, რომ განახლებული მთავრობა ახალი ენერგიით შეუდგება პრობლემების გადაჭრას.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0