თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს მთავრობას, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“.
მთავრობას 160 დეპუტატიდან ნდობა გამოუცხადა 103–მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა – 17.
ამგვარად, გიორგი კვირიკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ნდობა პრემიერ–მინისტრის რანგში მესამედ მიიღო.
ამჯერად კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს მინისტრთა განახლებულ კაბინეტს, რომელშიც იქნება 12 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი.
მანამდე მთავრობა 16 მინისტრისა და 2 სახელმწიფო მინისტრისგან შედგებოდა, თუმცა კვირიკაშვილის ინიციატივით მათი რაოდენობა შემცირდა.
მინისტრთა კაბინეტში არიან:
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი
ფინანსთა მინისტრი – მამუკა ბახტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე
კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი