თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. იგი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. წინასწარი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შსს-ს პრეს-სამსახურში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ