სუიციდი თუ მკვლელობა: ლანჩხუთში 22წლის ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს

გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გურიაში 22 წლის ახალგაზრდა ახლობლებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს, ინციდენტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში გუშინ ღამით მოხდა.

ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით თვითდაზიანებები მიიყენა

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებენ.

„ფაქტი გუშინ, საღამოს მოხდა. წინასწარი დათვალიერების შედეგად გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დაწყებულია გამოძიება", — განუცხადეს „Sputnik საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა") დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0