თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ხელვაჩუარის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით სახის არეში თვითდაზიანებები მიიყენა.
ინციდენტი გუშინ, 18 დეკემბერს სოფელ ზანაქიძეების გემურაულის დასახლებაში მოხდა.
ამ დროისთვის დაშავებული ბათუმში, კლინიკა „მედინაშია" გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის რეაიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც „Sputnikსაქართველოსთან" სოფელ ზანაქიძეებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მალხაზ დიასამიძემ განაცხადა, ინციდენტის სავარაუდო მიზეზად ინტერნეტ-თამაში „ლურჯი ვეშაპი" სახელდება.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება") აღძრა.