თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში მეცხრე კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
მომხდარი ფაქტის შესახებ გოგონამ სკოლის მანდატურს თავად აცნობა, რის შემდეგადაც მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ნაკაწრები მაჯის არეში აღენიშნება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გოგონა თვითდაზიანების მიზეზად მამასთან კონფლიქტს ასახელებს. არასრულწლოვანი გოგონას დედა კი მამასთან მომხდარ მცირე ინცინდენტს ადასტურებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ("თვითმკვლელობამდე მიყვანა") დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.