საქართველომ და აზიის განვითარების ბანკმა თანამშრომლობის 10 წლისთავი აღნიშნეს

© FB / Ministry of Finance of Georgiaაზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები
აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისში აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს თანამშრომლობის ათი წლისთავი აღნიშნეს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ბიზნეს-პროექტები ხორციელდება.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ADB-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„დღეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა. ბანკს აქვს დივერსიფიცირებული და დინამიური პორტფელი საქართველოში, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: წყალმომარაგება, გზების მშენებლობა, ენერგეტიკა", — განაცხადა ბახტაძემ.

ურეკო-შეკვეთილის გზა - Sputnik საქართველო
ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია ააშენებს

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ADB-ს მხრიდან საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის მხარდაჭერა. მანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მოქმედ და დაგეგმილ რეფორმებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საკრედიტო დახმარების გარდა, ის თანადგომა, რასაც ვიღებთ ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარება, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პრინციპების ჩამოყალიბება. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ADB ახორციელებს CAREC-ის ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად მთელი რეგიონისთვის", — აღნიშნა ბახტაძემ.

ცენტრალური ავტოტრასა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ - Sputnik საქართველო
„აღმოსავლეთი-დასავლეთის“ მაგისტრალის მშენებლობაზე მსოფლიო ბანკმა კრედიტი გამოყო

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა ბათუმის შემოვლითი გზა, ორი მნიშვნელოვანი დერეფანი — მაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი (ნატახტარი-ჟინვალის მიმართულება).

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აზიის განვითარების ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა აქტივობა კერძო სექტორშიც, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. მომავალ წელს ვგეგმავთ ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. იმედი მაქვს, მომავალი ათი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ ოფისს თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით, წინ დიდი მიღწევები გველოდება", — განაცხადა ბახტაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0