სასჯელი კანონის დამრღვევ არასრულწლოვანთა მეოთხედმა მოიხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ერთ-ერთი განყოფილება თბილისში
პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამრღვევი არასრულწლოვანების საქმეები მომავალი წლიდან სპეციალური პროკურორების ხელში იქნება

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ბოლო ორი წლის განმავლობაში არასრულწლოვანებმა საქართველოში დაახლოებით 1,2 ათასი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ სასჯელი მხოლოდ კანონის 377 დარღვევაზე მოიხადეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

ბოლო დროს მასმედიაში სულ უფრო ხშირად ისმის ინფორმაცია არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. განსაკუთრებით დიდი რეზონანსი ჰქონდა თბილისის ცენტრში მოზარდებს შორის დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი მოკლეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საპატრულო ეკიპაჟები და მანდატურის სამსახური - ორი უწყება სკოლების უსაფრთხოებისთვის

საქართველოში 2016 წლიდან არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის განსაკუთრებული მართლმსაჯულება მოქმედებს, რომელიც შედარებით მსუბუქ სასჯელსა და სისხლი სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებასაც კი ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლონდა თოლორაიას მონაცემებით, ორ წელიწადში დანაშაული ხელმეორედ სასჯელისგან გათავისუფლებულთა მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა.

მისი თქმით, მომავალი წლიდან საქართველოს მსხვილ ქალაქებში არასრულწლოვანთა საქმეებით სპეციალური პროკურორები დაკავდებიან. გადამზადება უკვე გაიარა 120-მა პროკურორმა და 120-მა მენეჯერმა.

საქართველოს საპტრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ეკლესია მზად არის მოზარდების აღზრდაში წვლილი შეიტანოს

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სასამართლო პირველ რიგში განიხილავს არასრულწლოვანისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აცილების შესაძლებლობას ან აღმზრდელობითი სამუშაოების გამოყენებას; მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სასჯელის შესაბამისი ზომის გამოყენება, უკიდურეს შემთხვევაში — პატიმრობა.

არასრულწლოვანის მიმართ შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის აცილების შემდეგი სახეები: მიმღები ოჯახისთვის გადაცემა, წერილობითი გაფრთხილება, იძულებითი სამუშაოები, მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ან სრული ანაზღაურება, სახელმწიფოსთვის არაკანონიერი გზით მიღებული ქონების გადაცემა და სხვა. ამასთან, არასრულწლოვანის მიმართ შეიძლება გამოიყენონ ერთდროულად რამდენიმე აცილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0