ქართველი მიგრანტები სამშობლოში სულ უფრო ხშირად ბრუნდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliშოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აეროპორტი
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყოველმხრივ ხელს უწყობს მიგრანტების დაბრუნებას, ამ მიზნით სპეციალური სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ბრუნდებიან სამშობლოში მიგრანტები, რომლებმაც საქართველო დატოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროზე დაყრდნობით.

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. თუმცა სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2015 წელს  222 მიგრანტი ჩაერთო, 2016 წელს — 298, ხოლო 2017 წელს — 448.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით 2015 წლიდან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა“ ხორციელდება.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც ქართველ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საზოგადეობაში ინტეგრირებაში დაეხმარება.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ევროპის ქვეყნებმა საქართველოში 80 მიგრანტზე მეტი გამოაძევეს

შესაბამისი პროგრამებისა და პრექტების განხორციელების მიზნით 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული თანხა უწყებამ გადაანაწილა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ღირსეულ რეინტეგრაციას, უზრუნველყონ პროგრამის გამჭვირვალობა და ეფექტურობა, ასევე გააძლიერონ და განავითარონ არასამთავრობო სექტორი, რომელიც მიგრაციის სფეროში მოქმედებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში მიგრანტებისათვის მოქმედებს შემდეგი სერვისები: მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პირების საჭირო დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამა ასევე ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
საქართველო მიგრანტთა მიღების ინდექსით 117-ე ადგილზეა

სახელმწიფო პროგრამა მიგრანტების შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.   შემდგომი პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მათ სოციალური მომსახურების სააგენტოც ეხმარება.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, მათ სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან და არაუმეტეს ოთხი დღის ვადით საცხოვრისით უზრუნველყოფენ.

აღნიშნული საგრანტო პროგრამის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან  სარგებლობდნენ თავშესაფრით. ყველა ეს ადამიანი სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში უნდა დარეგისტრირდეს.

2017 წელს სახელმწიფომ დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ზრუნვის ვალდებულება სრულად გადაიბარა. სახელმწიფო პროგრამამ დაფარა საქართველოს მთელი ტერიტორია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). მანამდე ქართველი მიგრანტების პრობლემებზე, ძირითადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ზრუნავდა.

საქართველოს და ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ხელისუფლება ევროკავშირში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს

სარეინტეგრაციო სახელმწიფო პროგრამას საქართველოში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს: „საზოგადოებრივი დამცველი“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“; ფონდი „აფხაზინტერკონტი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი — ბათუმი“, „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“.

მიგრაციის მართვის კუთხით კარდინალური ზომები უკვე 2004 წლიდან შეინიშნებოდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ მიგრაციის პოლიტიკის ეფექტური მექანიზმების შექმნაზე ზრუნვა დაიწყო.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1990 წლის 18 დეკემბერს ყველა დასაქმებულ მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია მიიღო. ათი წლის შემდეგ, 2000 წლის 4 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა მიგრანტის საერთაშორისო დღე (International Migrants Day) და ამიერიდან ის ყოველწლიურად 18 დეკემბერს აღინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება იმას, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში მიგრანტთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასამბლეამ ხასზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების და ყველა მიგრანტის ძირითადი თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შემდგომი ზომების მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0