საქართველო მიგრანტთა მიღების ინდექსით 117-ე ადგილზეა

© Sputnik / Alexander Imedashviliახლო აღმოსავლეთიდან ტურისტები მთაწმინდაზე
ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მიგრანტთა მიმართ ყველაზე კარგი დამოკიდებულება არის სომხეთში, ყველაზე ცუდი - ბალტიის ქვეყნებში.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მიგრანტთა მიღების საერთაშორისო ინდექში (Migrant Acceptance Index), შესაძლო 9 ქულიდან 3,05 ქულით საქართველო 117-ე ადგილზეა, იუწყება „Sputnik-ლიტვა“ საერთაშორისო სოციოლოგიურ სამსახურ Gallup-ზე დაყრდნობით.

138 ქვეყანაში რესპონდენტებს სთხოვეს გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება სამი სიტუაციის მიმართ: 1) იმიგრანტები თქვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, 2) იმიგრანტი თქვენი მეზობელი ხდება, 3) იმიგრანტი თქვენს ახლო ნათესავზე ქორწინდება.

პასუხების ვარიანტები იყო — „ეს კარგია" (3 ქულა), „ეს ცუდია" " (0 ქულა), „ეს დამოკიდებულია…" (1 ქულა), „არ ვიცი/არ მაქვს პასუხი" (1 ქულა). ერთ ქვეყანაში ყველა რესპონდენტს რომ ეპასუხა „ეს კარგია", ქვეყანამ მიგრანტთა მიღების მაქსიმალურ ინდექსს — 9 ქულას მიიღებდა.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ევროპის ქვეყნებმა საქართველოში 80 მიგრანტზე მეტი გამოაძევეს

საერთო რეიტინგში ლიდერობენ ისლანდია (8.26), ახალი ზელანდია (8.25) და რუანდა (8.16). მიგრანტთა მიმართ ყველაზე ნეგატიურად განწყობილი ქვეყნები არიან მაკედონია (1.47), მონტენეგრო (1.63) და უნგრეთი (1.69).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი სომხეთს აქვს. ამ ქვეყნის ინდექსი საერთო მსოფლიო საშუალო რეიტინგს აღემატება და 5.78 პუნქტს შეადგენს. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან მეორე ადგილზე თურქმენეთია — 5.36, მესამეზე უზბეკეთი — 4.9.

შემდეგ მოდის ყირგიზეთი — 4.59, აზერბაიჯანი — 4.34, ყაზახეთი — 4.28, მოლდოვა — 3.80, ბელარუსი — 3.38, უკრაინა — 3.15, საქართველო — 3.05, რუსეთი — 2.60.

კვლევის შედეგად, ლიტვის ინდექსი 2.72 ქულას შეადგენს, მეორეზე ესტონეთია 2.37 ქულით, მესამეზე ლატვია — 2.04.

ყველა ახალი ამბავი
0