ილია მეორე: ბავშვებო, არასდროს გაეკაროთ ნარკოტიკებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონში საზეიმო წირვაზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონში საზეიმო წირვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარბარობის დღესასწაულზე პატრიარქმა ქადაგება წაიკითხა, რომელშიც აქტუალურ თემებს შეეხო

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მისულ ბავშვებს პირობა დაადებინა, არასდროს გაეკარონ ნარკოტიკებს, იუწყება ტელეარხი Imedi.

პატრიარქმა წაიკითხა ქადაგება და საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, რომელიც ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა, ტაძარში მყოფი ბავშვები ამბიონზე იხმო.

„ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ თქვენ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს, თანახმა ხართ? თქვით ერთად –  „თანახმა ვართ”. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს ავი საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებსა და სამშობლოს, ამიტომ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი“, — ბრძანა ილია მეორემ.

აქცია მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
ნარკოპოლიტიკის შეცვლა - „თეთრი ხმაურის“ აქცია თბილისში

კათოლიკოს-პატრიარქმა აგრეთვე გაიხსენა ახლახანს თბილისში მომხდარი ტრაგედია, როდესაც სისხლიანი გარჩევისას ორი მოსწავლე მოკლეს.

„მე ასევე მინდა შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ მოხდა დიდი უბედურება, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა, ღმერთმა აპატიოთ ეს ცოდვა“, — ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასულიერო აკადემიაში - Sputnik საქართველო
ხელისუფლება განათლების სისტემასა და ეკლესიას შორის კავშირის განმტკიცებას აპირებს

სისხლიანი გარჩევის დროს, რომელიც თბილისში 1 დეკემბერს №51 სკოლის მახლობლად მოხდა, ამ სკოლის 16 წლის მოსწავლეები დავით სალარიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. 

30 ოქტომბერს აკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებსთვის სისხლის სამართლის სასჯელი არაკონსტიტუციურ ნორმად აღიარა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას პატერნალიზმი უწოდა.

ამიერიდან „ბალახის“ მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი აღარ გამოიყენება. მაგრამ ეს არ გულისხმობს ლეგალიზაციას — მარიხუანას მოხმარება ისევ უკანონოა, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სასჯელით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0