დროულად უღალატო ნიშნავს განჭვრიტო: პარტიების შემოწირულობები

© photo: Sputnik / Stringerსხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტის - ლარის კუპიურები
სხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტის - ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევამ ათობით კომპანია გამოავლინა, რომლებიც ძველი ხელისუფლების დროს ფულს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სწირავდნენ, ახალი კი - „ქართულ ოცნებას“

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ გამოაქვეყნა პარტიების შემოწირულობების შესახებ კვლევის შედეგები, რომელშიც პოლიტიკური კორუფციის რისკებზე და შესაძლო გარიგებებზეა საუბარი.

კვლევის ობიექტი გახდა შემომწირველთა ინტერესები, შემოწირულობები, რომლებიც, სავარაუდოდ, მაღალ რისკებს შეიცავს და ასევე შემომწირველთა კავშირი ბიძინა ივანიშვილთან.

კვლევის მონაცემებით, 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე პოლიტიკური პარტიებისათვის შეწირულმა თანხებმა დაახლოებით 15,5 მილიონი ლარი შეადგინა. მმართველმა პარტიამ ამ თანხიდან 91% მიიღო, რაც, შესაბამისად, ათჯერ აღემატება თანხას, რომელიც დანარჩენმა ერთად აღებულმა პარტიებმა მიიღეს.

დაახლოებით 11,2 მილიონი ლარი პარტიებს შესწირეს ფიზიკურმა პირებმა, ხოლო დაახლოებით 4,3 მილიონი ლარი — იურიდიულმა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„შავი ფული" არჩევნებზე: ბრალდებები ოპოზიციის მიმართ

ამ თანხის უდიდესი ნაწილი — 14,1 მილიონი ლარი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის“ (950,8 ათასი ლარი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (დაახლოებით 122,5 ათასი ლარი), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (დაახლოებით 66,4 ათასი ლარი) და „სახალხო ფორუმი“ (დაახლოებით 39,2 ათასი ლარი). 

„ცხადია, არის ძალიან დიდი დისბალანსი მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობასა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობას შორის. ცხადია, ეს არის ის პრობლემატური საკითხი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ცხადია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები არ არიან კონკურენტულ გარემოში და მათთვის ძალიან რთული იყო, რომ გარკვეული შედეგი დაედოთ არჩევნების პერიოდში“, — მიაჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს.

არასამთავრობო ორგანიოზაციაში ასევე მიუთითეს საეჭვო გარიგებებზე, რომლებიც გამოიკვეთა იმ კომპანიების საქმიანობაში, რომლებმაც მმართველ პარტიას თანხები შესწირეს.

როგორც კვლევაშია აღნიშნულია, 68-დან 61-მა იურიდიულმა პირმა თანხები „ქართულ ოცნებას“ შესწირა. ჯამში იურიდიულ პირთა მიერ შემოწირულობების თანხებმა 4,3 მილიონი ლარი შეადგინა. დანარჩენმა შვიდმა იურიდიულმა პირმა 5,7 ათასი ლარის ოდენის თანხა „პატრიოტთა ალიანსსა“ და სახალხო ფორუმს“ შესწირა.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ ხმები არჩევნების დღეს

რაც შეეეხბა ფიზიკურ პირებს, 1 117-დან 537 „ქართული ოცნების“ დონორი იყო. თავის მხრივ, მათგან 279 პირი გარკვეულწილად 782 კომპანიასთან იყო დაკავშირებული.

კვლევის თანახმად, 2012 წელს 30-მა ფიზიკურმა პირმა თანხები იმ დროს მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა, ხოლო 2017 წელს — ამჟამინდელ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ფაქტობრივად არის დაკავშირებული კორუფციულ რისკებთან. ასეთი ე.წ. დამთხვევები არის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შემოწირულობას და ამის შემდეგ, ეს პირები ფაქტიურად იღებენ ან გამარტივებულ ტენდერებში მონაწილეობას და იღებენ კონტრაქტებს სახელმწიფო სამსახურებიდან ან იბრუნებენ კონკრეტულ ქონებას ან იღებენ სიმბოლურ ფასად კონკრეტულ ქონებას, ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ეს იყოს სპეციალურად გაკეთებული“, — განაცხადა ეკა გიგაურმა.

კვლევის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ 12-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ღიად არიან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან, 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 565 ათასი ლარი შესწირა. 2016-2017 წლებში კი ამ თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა.


ყველა ახალი ამბავი
0