საქართველოს განათლების მინისტრმა მოსწავლეებს მოუსმინა

© Ministry of Education and Science of Georgiaგანათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების მინისტრს სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სურს მოსწავლეების მოსაზრება გაიგოს, რათა ხელი შეუწყოს მათ გადაჭრას

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. „მოვუსმინოთ მოსწავლეებს" — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჯანსაღი გარემოსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრების გამართვა არამარტო მოსწავლეებთან, არამედ მათ მშობლებთან და ასევე სტუდენტებთან. განსჯის, თანამშრომლობისა და კონსენსუსის გზით ჩხენკელს სურს, რომ გარემო სკოლებში, სადაც ბავშვები იზრდებიან, უფო უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საპატრულო ეკიპაჟები და მანდატურის სამსახური - ორი უწყება სკოლების უსაფრთხოებისთვის

მინისტრთან შეხვედრების ციკლი თბილისის №82-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო, სადაც მოისმინეს მოსწავლეების მოსაზრება ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა ძალადობა სკოლებში. მოსწავლეებმა ჩხენკელს გაუზიარეს საკუთარი შეხედულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პრობლემის გადაჭრის გზები გააცნეს.

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, რასაც როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მოყვება მრავალი შეხვედრა. ეს შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიმართება. ჩვენ შევხვდებით უნივერსიტეტების სტუდენტებს, რათა მთლიანობაში გავიგოთ ახალგაზრდობის აზრი, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს", — განაცხადა ჩხენკელმა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს არაფორმალური განათლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობაზე

„თითოეულმა მოსწავლემ შეძლო საკუთარი აზრის თავისუფლად დაფიქსირება. ყველაზე მეტად მე ის მომეწონა, რომ ჩვენი მოსაზრებები მინისტრს გავუზიარეთ. მან ყურადღებით მოგვისმინა. ვფიქრობ, რომ შეხვედრა საკმაოდ შედეგიანი იყო და მინისტრი მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებებს", — განაცხადა №82-ე სკოლის მოსწავლე მარიამ გურგულიანმა.

მოსწავლეების მოსაზრებით, საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს მოსაზრება, რომ ბულინგის გამოვლენა და დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის, პირიქით, დროული რეაგირებისთვის, აუცილებელია.

მინისტრისგან მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ მათ დაურიგდებათ სპეციალური მასალები, თუ როგორი ქცევა მიიჩნევა ბულინგად და რა რეაგირებაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად.

ჩხენკელის ინიციატივით, შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია რიგი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები. გაძლიერდება ფსიქოლოგიური ცენტრები და დაიხვეწება ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები.

ბათუმი - Sputnik საქართველო
სპორტი და ტურიზმი: თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

აღნიშნული თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 1 დეკემბერს თბილისში მომხდარ სისხლიან გარჩევას ორი 16 წლის მოზარდი შეეწირა, მეორე დღეს სოფელ ოფშკვითში კი 17 წლის მოზარდი. მკვლელობაში ბრალდებული პირები გარდაცვლილების თანატოლები არიან.

მომხდარის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით საკითხზე საგარეო სამინისტროსა და განათლების სამინისტროს უწყებათაშორისი კომისია მუშაობს, სკოლებში ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0