ის, რისკენაც ვისწრაფვით - საქართველოს აუდიტის სამსახურის სტრატეგია

© FB / Giorgi Kvirikashviliირაკლი მექვაბიშვილი აუდიტის სამსახურის სტრატეგიის პრეზენტაციაზე
ირაკლი მექვაბიშვილი აუდიტის სამსახურის სტრატეგიის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი უნდა იყოს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა აუდიტმა ირაკლი მექვაბიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სტრატეგიის მთავარი მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის ამაღლება, მისი ინსტიტუციური გაძლიერება, საჯარო ფინანსების მართვაში სამსახურის როლის გაზრდა, პარლამენტის, მთავრობის და საზოგადოების მეტი ჩართულობა, მმართველობითი სისტემის დანერგვა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
შსს-ში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა ხუთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდეს მაღალი ხარისხის აუდიტორული სამსახური, რომლის ანგარიშები თვისობრივად გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის პროცესს. ჩვენს სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს ინსტიტუციებისათვის შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების მიცემა, რომლებიც მათ ეფექტურ მუშაობაში დაეხმარებათ", — აღნიშნა მექვაბიშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეფექტური იყოს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ჩვენ მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციონალური იარაღია პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მართვა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა, და რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლი", განაცხადა კვირიკაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ირაკლი მექვაბიშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი მექვაბიშვილი საქართველოს გენერალური აუდიტორი გახდა

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის და ხელს უწყობს საჯარო უწყებებს, ჯეროვნად და კანონის შესაბამისად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება… დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხედვა მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რასაც ჰქვია აუდიტის სამსახურის რესურსების თვისობრივი გაძლიერება", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტრატეგიის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე ვუგარ გულმამადოვი, დიდი ბრიტანეთისა და სომხეთისა უმაღლესი აუდიტორული სამსახურების წარმომადგენლები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, აღნიშნეს უწყებაში.

ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროკავშირმა პროექტ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების" ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0