ირაკლი მექვაბიშვილი საქართველოს გენერალური აუდიტორი გახდა

© FB / Irakli Kobakhidzeირაკლი მექვაბიშვილი
ირაკლი მექვაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გენერალური აუდიტორის პოსტს ლაშა თორდია იკავებდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დანიშნული ბოლო მაღალჩინოსანი იყო

 თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონსტიტუციის თანახმად, გენერალური აუდიტორი პარლამენტის უმრავლესობის მიერ 5 წლის ვადით ირჩევა. მექვაბიშვილის კანდიდატურას 150-დან 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის წარმომადგენლები კენჭისყრას არ ესწრებოდნენ.

„გენერალურ აუდიტორს უნდა ახასიათებდეს ისეთი თვისებები, როგორიც არის მაღალი კვალიფიკაცია, ასევე, მიუკერძოებლობა, პატიოსნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს თვისება ახასიათებს ბატონ ირაკლის. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან თამამად წარმოგიდგინოთ გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას უფლებამოსილება 2017 წლის 25 ივლისს ამოიწურა. თორდია ბოლო მარალჩინოსანი იყო, რომელიც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაინიშნა. ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში მისი ანგარიშები ძალიან მკვეთრ ხასიათს ატარებდა. თორდიას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, გენერალური აუდიტორის მოვალეობების დროებითი შემსრულებელი ნინო ლომჟარია გახდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და პარტიების დაფინანსების მონიტორინგს ახორციელებს. სამსახური ასევე ატარებს ექსპერტიზებს და დასკვნებს გასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0