შსს-ში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუდიტის სამსახური შეამოწმებს დაცვის პოლიციას, „112“-ის ცენტრს და შსს-ს სხვა სტრუქტურებს

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოწმების ჩასატარებლად საკუთარი ინიციატივით მოიწვია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, გადაუდებელი დახმარების მართვის ოპერატიული ცენტრ „112"-ისა და მომსახურების სააგენტოს საქმიანობას.

შსს-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს შს მინისტრის პოსტიდან გიორგი მღებრიშვილი მოხსნა და ამ თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დანიშნა.

საქართველოს მთავრობის ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
შერწყმა და გაუქმება: საქართველოს მთავრობის ბედი პარლამენტის ხელშია

გახარიამ უკვე რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. დანიშვნიდან მეოთხე დღეს გახარიამ მინისტრის ახალი მოადგილეები წარადგინა — ესენი არიან კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, მერაბ მალანია და ლევან კაკავა.

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსიც შეცვალა და ამ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. ხოლო ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც მანამდე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნეს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სექტემბერში პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გენერალურ აუდიტორად ირაკლი მექვაბიშვილი დანიშნა. მექვაბიშვილმა ამ პოსტზე ლაშა თორდია შეცვალა.


ყველა ახალი ამბავი
0