საქართველო საფრანგეთისგან „მისტრალებს“ შეისყიდის

© photo: Sputnik / Yurma Tolamo / გადასვლა მედიაბანკში„დედამიწა-ჰაერის“ და „სტინგერის“ ტიპის რაკეტები
„დედამიწა-ჰაერის“ და „სტინგერის“ ტიპის რაკეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „მისტრალი“ რუსული კომპლექს „იგლას“ ან ამერიკული „სტინგერის“ ანალოგია

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მომავალ წელს საფრანგეთი საქართველოს გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „მისტრალს“ საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიჰყიდის, იუწყება გაზეთი „კვირის პალიტრა“ ევროპაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

საქართველომ საფრანგეთთან 2015 წლის ზაფხულში საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვებზე ორი ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი საქართველოს VL MICA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებს მიჰყიდიდა.

აშშ-ის არმიის FGM-148 Javelin რიგაში - Sputnik საქართველო
საქართველოს Javelin-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო კომპლექსის ყიდვის ნება დართეს

გამოცემის მონაცემებით, კონტრაქტი გულისხმობს საქართველოსთვის სამხედრო მანქანების გადაცემას, რომლებზეც „მისტრალის“ კომპლექსები დადგება.

გაზეთი ამტკიცებს, რომ 2015 წლიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა საქართველოს შეიძლება მიაწოდოს შორი მოქმედების რაკეტები „ასტერი“, თუმცა, როგორც ჩანს, არჩევანი „მისტრალზე“ შეჩერდა.

ფრანგული „მისტრალი“ რუსული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „იგლას“ და ამერიკული „სტინგერის“ ანალოგია, მაგრამ თუ სამხედროს „იგლადან“ ან „სტინგერიდან“ სროლა ხელით შეუძლია, „მისტრალს“ დანადგარი სჭირდება, რაც მის გადატანას ნაკლებად ოპერატიულს ხდის.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო საუდის არაბეთის შეიარაღებაზე იზრუნებს

ასეა თუ ისე, „კვირის პალიტრა“ ამტკიცებს, რომ „მისტრალი“ შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს თვითმფრინავებისთვის, განსაკუთრებით კი ვერტმფრენებისთვის, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

გარდა ამისა, ფრანგულ მხარესთან გაფორმებული კონტრაქტი გაუმჯობესებული, მესამე თაობის „მისტრალების“ მოწოდებას ითვალისწინებს.

გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „მისტრალი“ საფრანგეთის შეიარაღებაში 1987 წლიდან გაჩნდა. რაკეტის სიგრძე — 1,8 მეტრი, წონა — 17 კგ. გამშვები დანადგარის მასა — 20 კგ, რაკეტის სროლის სიშორე — 500 მეტრიდან 6 კილომეტრამდე. მაქსიმალური სიჩქარე — 800 მეტრი წამში.


ყველა ახალი ამბავი
0