ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო საუდის არაბეთის შეიარაღებაზე იზრუნებს

© photo: courtesy of STC Deltaსახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ჯავშანმანქანა
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავებას ცდილობს, და ცალკეული სახელმწიფოები განვითარების ამ ვექტორს შეკვეთა-ინვესტიციებით ხელს უწყობენ.

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების XI კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ქვეყნის პირველი პირები და უცხოეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები, კერძოდ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა თავდაცვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მიერ წარმოებული ქართული სამხედრო ტექნიკის ექსპორტის გაგრძელებას აპირებს.

ქართული ჯავშანმანქანა „ლაზიკა“ - Sputnik საქართველო
ქართული საბრძოლო მანქანები: დიდებული ხუთეული

ერ-რიადი შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია. სამხედრო ძალის საერთაშორისო რეიტინგში 4-მილიონიანი საქართველო 82-ე ადგილს იკავებს, 14-მილიონიანი ზიმბაბვეს შემდეგ. ცენტრი "დელტა" გასული საუკუნის შუა წლებში შეიქმნა, 1993 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამჟამინდელი სახით 2010 წლიდან მოქმედებს თბილისის ყოფილი საავიაციო ქარხნის ბაზაზე.

ბათუმის კონფერენციაზე საუდის არაბეთის დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი აბდულ რაჰმან სალეჰ ალ-ბანიანი ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, გეგმები და შეკვეთების მოცულობები საკმაოდ სერიოზულია.

ერ-რიადთან თბილისის მჭიდრო თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ცენტრმა "დელტამ" საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ 100 სამედიცინო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო. პირველმა კონტრაქტმა საქართველოს 40 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა, მოგვიანებით მეორე გაფორმდა — საბრძოლო მოდეულების მიწოდებაზე, 32 მილიონი დოლარის ღირებულების. დღეს "დელტა" საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 28 ქვეყანას აწვდის. ქართული თავდაცვითი მრეწველობის შესამჩნევი ზრდა წარმატებული და კონკურენტუნარიანი ნაწარმით აიხსნება.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას ერთდროულად ოთხი დაჭრილის გადაყვანა შეუძლია. ის 356 ცხენის ძალის მქონე ტურბოდიზელის ძრავით არის აღჭურვილი და საათში 120 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. გარდა ამისა, ორმაგი ჯავშანის წყალობით, მანქანა 7,36 მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიებსა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების მოხვედრას უძლებს. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში ჯავშანმანქანების მიწოდებაზე ტენდერის ფინალში ქართულთან ერთად კომპანია LENCO-ს ამერიკული მანქანა გავიდა.

„დელტაში“ დამზადებული ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
ქართულმა ჯავშანმანქანამ ამბოხებულებთან ბრძოლაში ჭურვს გაუძლო, თუმცა წინა ხიდი მოძვრა

კიდევ ერთი თანამედროვე ნიმუში — უპილოტო მრავალფუნქციური ვერტმფრენი, რომელსაც დაზვერვის განხორციელება და მიწისზედა მიზნების განადგურება შეუძლია. საფრენი აპარატი М134 Minigun–ის ტიპის ორი ექვსლულიანი ტყვიამფრქვევითა და რვა არამართვადი საავიაციო რაკეტითაა აღჭურვილი. ფრენის სიმაღლეა 3 კმ, მაქსიმალური სიჩქარე — 180 კმ/სთ.

ქართული ყუმბარმტყორცნების, ნაღმმტყორცნების და ცეცხლსასროლი იარაღის უცხოეთში მიწოდება პრესაში ნაკლებად შუქდება, მაგრამ ცნობილია, რომ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკით სომხეთი ინტერესდება. ეგვიპტემ კი "დელტას" მიერ წარმოებული ინკასაციის მანქანები შეიძინა.

ყველა ახალი ამბავი
0