თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ დამზადებულ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „Medevac-ს“, რომელიც საუდის არაბეთმა შეიძინა
ეს იმ მომენტში მოხდა, როდესაც იემენელი ამბოხებულები ქალაქ ნაჯრანში არაბ სამხედროებს დაესხნენ თავს.
ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ დიდი სისწრაფით მოძრავი „Medevac-ი“ ცდილობს სწრაფად გაეცალოს მოწინააღმდეგის ცეცხლს, თუმცა მოულოდნელად ჩერდება და უკნიდან საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა LAV-AG ეჯახება. შედეგად, ქართულ მანქანას წინა ხიდი ეშლება და ამ დროს მტრის ჭურვი ხვდება, მაგრამ მტკიცე ჯავშნის წყალობით, არ ფეთქდება. თუმცა საბოლოოდ იემენელები ორივე საბრძოლო მანქანას ანადგურებენ.
მომხდარის თაობაზე „დელტაში“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
ამის პარალელურად, ქართველი ბლოგერები ერთ-ერთ ვებგვერდზე წერენ, რომ ინციდენტი Medevac-ის მძღოლის შეცდომის გამო მოხდა, რომელიც პანიკის გამო გრუნტის გზაზე მაღალი სისწრაფით მოძრაობდა, მერე კი დაამუხრუჭა და მანქანის საბურავები ორმოში ჩაეფლო. ამის შემდეგ კი LAV-AG დაეჯახა და ქართულ ჯავშანმანქანას წინა ხიდი მოძვრა.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ საუდის არაბეთში 100–ზე მეტი Medevac-ის მიწოდების შეთანხმებაზე წელს მოაწერა ხელი. გარიგების ღირებულებამ, რომელიც საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ცდების შემდეგ დაიდო, 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. Medevac-ს, რომელიც რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი, ერთდროულად ოთხი დაჭრილის გადაყვანა შეუძლია, ამ დროს ის 120 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 7,36 მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიების ნასროლსა და საარტლერიო ჭურვების მოხვედრას უძლებს.