ირაკლი ალადაშვილი: ქართულ იარაღს მსოფლიო ბაზარზე გასვლა შეუძლია

გამოწერა
ექსპერტის თქმით, იმისთვის, რათა მსოფლიო ქართული სამხედრო ნაწარმით დაინტერესდეს, ფასი და ხარისხი შესაბამისი უნდა იყოს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქართული სამხედრო–სამეცნიერო ცენტრი „დელტას“ პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გასვლას შეძლებს, თუ ხარისხი ფასთან შესაბამისი იქნება, უთხრა Sputnik–ს სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა.

„დელტა“ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ჯავშნოსან სამედიცინო–საევაკუაციო მანქანებს, შაშხანებს, ყუმბარმტყორცნებს, ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ჯავშანჟილეტებს, ჩაფხუტებსა და სამხედრო კარვებს აწარმოებს. ცენტრმა ასევე შექმნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კახეთში დამონტაჟდა.

„გვაქვს პროდუქციის წარმატებით რეალიზაციის პირობები. ასე გავყიდეთ საუდის არაბეთში სამედიცინო–საევაკუაციო მანქანები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენებმა მათ ისეთი ფასი და ხარისხი შესთავაზეს, რომელიც მისაღები გამოდგა მყიდველი ქვეყნისთვის. ასეთი მყიდველი კი ყოველთვის მოიძებნება“, — განაცხადა ჟურნალ „არსენალის’ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა.

© https://www.facebook.com/stcdelta/timeline?ref=page_internal "დელტა"
 დელტა - Sputnik საქართველო
"დელტა"

საქართველო და საუდის არაბეთი ასზე მეტი ჯავშნიანი სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა Medevac–ის ყიდვა–გაყიდვაზე შეთანხმდნენ 2015 წელს. გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარს აჭარბებს.

„მთავარი — ფასი და ეფექტურობაა. ეს ის ორი კრიტერიუმია, რომლებითაც მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელობენ. რაღაც სისტემა შეიძლება ძალიან ეფექტური კი იყოს, მაგრამ ისეთი ფასი ჰქონდეს, რომ ყიდვა შეუძლებელი გახდეს. მაგალითად, ამერიკული მეხუთე თაობის F 22–ის ტიპის გამანადგურებლის ფასი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს“, — აღნიშნა ალადაშვილმა.

ექსპერტის აზრით, „დელტა“ მხოლოდ საკუთარი სამხედრო პროექტების განხორციელებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც უნდა იძენდეს პროდუქციას და მათ ტექნოლოგიებსაც უნდა ეცნობოდეს.

© https://www.facebook.com/stcdelta/timeline?ref=page_internal"დელტას" უპილოტო საფრენი აპარატი
დელტას უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
"დელტას" უპილოტო საფრენი აპარატი

„დელტას“ ისტორია დასაწყისს მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. მასში ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და აგრეთვე თბილისის საავიაციო ქარხანა გაერთიანდა და ის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშაა.

ცენტრის ერთ–ერთი პირველი ნამუშევარი იყო ქვეითთა ჯავშნოსანი მანქანა „ლაზიკა“ და ასევე ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სერია (ოთხი მანქანა):

© https://www.facebook.com/stcdelta/timeline?ref=page_internal"დელტას" სნაიპერული შაშხანა
დელტას სნაიპერული შაშხანა - Sputnik საქართველო
"დელტას" სნაიპერული შაშხანა

•    „დიდგორი 1“ — ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად;

•    „დიდგორი 2“ — დაზვერვითი ოპერაციების ჩასატარებლად;

•     „დიდგორი 3“ — აღჭურვილია მეკავშირეების აპარატურით;

•    „დიდგორი 4“ — იგივე Medevac–ი, ანუ სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა — ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოსაყვანად.

ყველა ახალი ამბავი
0