საქართველოს Javelin-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო კომპლექსის ყიდვის ნება დართეს

© photo: Sputnik / Taisya Voroncova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის არმიის FGM-148 Javelin რიგაში
აშშ-ის არმიის FGM-148 Javelin რიგაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში დარწმუნებული არიან, ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება საქართველოსთვის რეგიონში სამხედრო ბალანსს არ შეცვლის

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტების კომპლექსის მიყიდვის შესაძლებლობა დაამტკიცა, აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამ ლეტალური იარაღის მიყიდვის საკითხზე აშშ-ს საქართველომ მიმართა. თბილისი ვაშინგტონისგან სულ Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამეთაურო-გამშვები დანადგარის, მათ შორის ორი სამეთაურო-გამშვები ბლოკის ყიდვას აპირებს.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო საუდის არაბეთის შეიარაღებაზე იზრუნებს

„ეს შეთავაზებული გაყიდვა თავის წვლილს შეიტანს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში და ამავე დროს, გააუმჯობესებს საქართველოს უსაფრთხოებას. Javelin-ის სისტემა საქართველოს საკუთარო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს. საქართველოს თავის შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემის დანერგვით სირთულეები არ შეექმნება", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამ იარაღის საქართველოსთვის მიწოდება რეგიონის სამხედრო ბალანსს არ შეცვლის, დასძინეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში.

Javelin-ის საქართველოსთვის მიწოდებაზე უკვე გააკეთეს კომენტარები თბილისში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან Javelin-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების გაყიდვა ურთიერთნდობის მაღალ დონეზე მეტყველებს.

„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების Javelin-ების სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს", — განუცხადა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში. ქვეყნებმა 2009 წელს ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0