ჩინეთის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციებს წაახალისებს

© photo by press-service of Ministry of economy of Georgiaჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩენ იუანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩენ იუანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის განვითარების ბანკი თბილისში რეგიონული ოფისის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის განვითარების ბანკი ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისთვის მზად არიან, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში

ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ჩენ იუანმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაში ასევე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
თავისუფალი ვაჭრობა: რისი შეტანა არ შეიძლება ჩინეთში 1 იანვრიდან

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება პარტნიორობაზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ისეთი გლობალური ინიციატივის მასშტაბით, როგორიცაა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“. 

„საქართველო მხარს უჭერს აღნიშნული ინიციატივის ძირითად პრინციპებს. საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, იმ მარშრუტს კი, რომელიც გადის საქართველოზე, უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი და ცნობილია, როგორც „შუა“ ან „ცენტრალური“ კორიდორი“, — განაცხადა ქუმსიშვილმა შეხვედრაზე.

მხარეებმა საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონული ოფისის გახსნის შესაძლებლობა განიხილეს.

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
კალანდაძე: ჩინეთის გზა ევროპისკენ შეიძლება საქართველოზე გავიდეს

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა ჩინური კომპანიების და საბანკო ინსტიტუტების ინტერესი საქართველოს მიმართ. მხარეებმა განიხილეს ჩინეთის განვითარების ბანკის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები, აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის შემთხვევაში აღმოუჩენს. 

ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ჩინურ მხარესთან ერთობლივი ეკონომიკური, ინდუსტრიული და სხვა სახის თავისუფალი ზონების შექმნის კუთხით. მინისტრმა აღნიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოში ეკონომოკური ზონების ტერიტორიაზე ჩინური წარმოებების შექმნის ხელშეწყობას აპირებს. ეკონომიკურმა ზონებმა შეიძლება მოიცვას ინდუსტრიული ზონები, ინდუსტრიული პარკები, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პარკები, ინდუსტრიული კლასტერების პარკები, სპეციალური ეკონომოკური ზონები და თავისუფალი ეკონომოკური ზონები.

იკითხეთ ასევე: ჩინეთი წარმოებებს საქართველოში გადმოიტანს: რაზე შეთანხმდნენ პეკინი და თბილისი >>>

ამჟამად ჩინური კომპანიები საქართველოში სამ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავენ — თბილისში, ქუთაისსა და ფოთში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თავისუფალი ეკონომიკური ზონის სახეა, რომელშიც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავატები მოქმედებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ფართობზე არაუმეტეს 10 ჰექტარისა. მის შესაქმნელად ტარდება შესაბამისი ტენდერი, რომლის შედეგების მიხედვით მისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი ინვესტორს იჯარით მინიმუმ 49 წლის ვადით გადაეცემა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იურისდიქცია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცედლება.


ყველა ახალი ამბავი
0