კალანდაძე: ჩინეთის გზა ევროპისკენ შეიძლება საქართველოზე გავიდეს

© FB/ Levan Kalandadzeლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს რეგიონში უნიკალურ ქვეყნად ხდის, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
კალანდაძე: ჩინეთის გზა ევროპისკენ შეიძლება საქართველოზე გავიდეს

„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში საქართველო შეიძლება გახდეს ჩინური კაპიტალის ძალიან მნიშვნელოვანი გამტარი ევროკავშირის ბაზარზე“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

თბილისში 28-29 ნოემბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ჩინეთის მთავრობის პროექტის „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ერთგვარი პასუხია, 50-ზე მეტი ქვეყნიდან ათასზე მეტი დელეგატი შეიკრიბება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წლის შემდეგ მეორედ ჩატარდება. ღონისძიებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0