სააკაშვილმა ლუცენკოს სასამართლოში უჩივლა

© photo: Sputnik / Stinger / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია კიევში
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპონენტების დაკავების ნაცვლად, ხელისუფლება რეფორმებს უნდა ატარებდეს, განაცხადა სანდრა რულოვსმა მიტინგზე

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს სასამართლოში უჩივლა, იუწყება РИА Новости უკრაინულ ტელეარხ NewsOne-ზე დაყრდნობით.

„სააკაშვილმა ლუცენკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ადვოკატი აცხადებს, რომ გენერალურ პროკურორს წინასასამართლო გამოძიების მასალების გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა“, — ნათქვამია ტელერახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა

აღნიშნულია, რომ სააკაშვილის დაცვამ სასამართლოში პოლიტიკოსის სრული გათავისუფლება უნდა მოითხოვოს.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა, სავარაუდოდ, ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსა და სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც მოსაუბრეები თანამშრომლობაზე თანხნმდებიან. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ კიევში ორგანიზებული აქციები ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან, კერძოდ, ბიზნესმენ კურჩენკოს მიერ არის დაფინანსებული, და უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ემსახურება. სააკაშვილმა ამას ცრუ ბრალდებები უწოდა.

წითელი ხაზის მიღმა

სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა კიევში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.

„დღეს მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს. არ არის საჭირო პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა, უნდა აჩვენო, რომ შენც რეფორმების გატარება გინდა, რომ ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნა გსურს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, — განაცხადა რულოვსმა კიევში გამართულ მიტინგზე.

მიხეილ სააკაშვილი მეუღლე სანდრა რულოვსთან ერთად - Sputnik საქართველო
„სააკაშვილის ხმა“ მისი მეუღლე გახდება

მისი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერებს უკრაინელებისთვის უკეთესი ცხოვრების მიღწევა მშვიდობიანი გზით შეუძლიათ. რულოვსმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პრობლემა იმაშია, რომ ის პოლიტიკას „ბიზნესის მსგავსად“ აკეთებს, რისი გაკეთება, მისი თქმით, არ შეიძლება.

კვირას სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომელიც დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობის ბრალდებით არის დაკავებული, კიევის ცენტრში იმპიჩმენტის შესახებ კანონის მოთხოვნით მარში ჩაატარეს. შემდეგ დამოუკიდებლობის მოედანზე მიტინგი გაიმართა. პოლიციის განცხადებით, აქციას დაახლოებით 2500 ადამიანი ესწრებოდა. მოგვიანებით მომიტინგეთა ნაწილი გაემართა საგამოძიებო იზოლატორისკენ, სადაც სააკაშვილი იმყოფება, შემდეგ კი გენერალური პროკურატურის შენობისკენ, სადაც მათ პოლიტიკოსის მიმართ ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.

5 დეკემბერს სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობისა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მაშინ მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს.

მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა კარვების ქალაქს მიაკითხეს, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. მისმა მომხრეებმა იქაც შეძლეს მათი მოგერიება. სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება მხოლოდ პარასკევს გვიან ღამით შეძლეს. ის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. პროკურატურა აპირებს სასამართლოს მისი შინაპატიმრობის მოთხოვნით მიმართოს. პოლიტიკოსმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა.


ყველა ახალი ამბავი
0