„სააკაშვილის ხმა“ მისი მეუღლე გახდება

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი მეუღლე სანდრა რულოვსთან ერთად
მიხეილ სააკაშვილი მეუღლე სანდრა რულოვსთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილმა თავის მეუღლეს, სანდრა რულოვსს მისი სპიკერობა სთხოვა

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მისი საჯარო წარმომადგენელი გახდება, იუწყება РИА Новости Украина პოლიტიკოსის ადვოკატზე, რუსლან ჩერნოლუცკიზე დაყრდნობით.

სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება მხოლოდ პარასკევს გვიან ღამით შეძლეს. ის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. პროკურატურა აპირებს სასამართლოს მისი შინაპატიმრობის მოთხოვნით მიმართოს. პოლიტიკოსმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა

„ის სთხოვს თავის მეუღლეს გახდეს მისი მთავარი სპიკერი, საჯარო წარმომადგენელი, რათა მისი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას. ვფიქრობ, რომ ჩვენ მის მეუღლესთან სერიოზულ მუშაობას შევძლებთ და საგამოძიებო იზოლატორში მის შესვლას უზრუნველვყოფთ“, — განაცხადა ჩერნოლუცკიმ იზოლატორის წინ შეკრებილ აქტივისტებთან.

მანამდე ექს-პრეზიდენტის მეუღლემ Facebook-ზე დააანონსა მონაწილეობა საპროტესტო აქციაში За импичмент!, რომელიც 10 დეკემბერს კიევში გაიმართება.

48 წლის სანდრა რულოვსს ორი მოქალაქეობა აქვს — საქართველოსი და ჰოლანდიის, სადაც ის დაიბადა. რულოვსმა სააკაშვილი სტრასბურგში 1993 წელს გაიცნო. იგი საქართველოში საქველმოქმედო ფონდ SOCO-ს პრეზიდენტია.

თავისუფლება სააკაშვილს

ქართული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) იწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ქართული და უკრაინული ხელისუფლებებისგან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის“ შეწყვეტას და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

„ენმ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტპატიმარს!“ — ნათქვამია პარტიის მიმართვაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თუ უკანონო პოლიტიკური დევნა არ შეწყდება, ხელმძღვანელობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო პროტესტს მიიღებს“. პარტიაში უკრაინულ ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ „დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი“.

 

ყველა ახალი ამბავი
0