სააკაშვილმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა

CC BY-SA 2.0 / Michael Coghlan / Prison Barsსაგამოძიებო იზოლატორი
საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან იზოლატორში ექიმი იმყოფებოდა, ადვოკატის თქმით, სააკაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უვადო შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს – რა ვითარებაა ამჟამად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  პარასკევს, გვიან ღამით კიევში დააკავეს. 

„ის [სააკაშვილი] აცხადებს უვადო შიმშილობის დაწყების შესახებ, ასევე აცხადებს, რომ უარს ამბობს იძულებით კვებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღმკვეთი ღონისძიების სახით 60 დღით პატიმრობა შეეფარდება, მკაცრი შიმშილობის გაგრძელებას აპირებს“, — განაცხადა ჩერნოლუცკიმ იზოლატორის შენობის წინ გამოსვლისას, რომელსაც უკრაინული ტელეარხები გადასცემდნენ.

მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილთან იზოლატორში ექიმი იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი თავს „ასე თუ ისე ნორმალურად გრძნობს“.

ჩერნოლუცკიმ ასევე განაცხადა, რომ დაკავებისას სააკაშვილს მომატებული წნევა და აჩქარებული გულისცემა აღენიშნებოდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს ექიმმა მას წამლები მისცა. ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ სააკაშვილს „ნორმალურად“ ექცეოდნენ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ვერსია: მიხეილ სააკაშვილი შსს–ს ერთ–ერთი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს

უკრაინის გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ზომად შეეფარდოს შინაპატიმრობა ელექტრონული ბრასლეტის ტარებით. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება მისი დაკავებიდან 72 საათში უნდა შეუფარდოს. გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის თქმით, სასამართლო მოსმენა, სავარაუდოდ, შაბათს შედგება. 

პირველადი საგამოძიებო მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღამით დასრულდა, მისი მხარდამჭერები იზოლატორთან დარჩენას, კარვების გაშლასა და მორიგეობის დაწესებას აპირებდნენ.

უკრაინის შსს–ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კიევში ოტროდნაიას ქუჩაზე დააკავეს, აღნიშნული ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავება ერთ–ერთ ბინაში მოხდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი კარვების ქალაქიდან გადაიყვანეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0