საქართველოს თანხას ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოუყოფს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ხელისუფლებას სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ურჩევს

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ ფონდის ახალი პროგრამის ფარგლები საქართველოსთვის 30 მლნ SDR-ს ოდენობის (დაახლოებით 42,4 მლნ აშშ დოლარი) მეორე ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა მორიგი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც ქვეყანამ 42,4 მილიონი დოლარი უკვე მიიღო.

ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
EBRD: საქართველო ევროპის „მეორე ტალღის" ლიდერია

სსფ-მა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ ქვეყანამ საკონტროლო მაჩვენებლებს მიაღწია.

„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, მაგრამ პერსპექტივაში რისკები რჩება", — აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდის შეფასებით, ქვეყნის 2018 წლის ბიუჯეტი სათანადოდ არის მიმართული ფინანსურ კონსოლიდაციაზე, ითვალისწინებს დეფიციტის შემდგომ შემცირებას კაპიტალური ხარჯების გაზრდასთან ერთად. ამისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს შემოსავლების მართვის გაუმჯობესება და შეაკავოს მიმდინარე ხარჯები, მათ შორის სუბსიდიებისა და სახელმწიფო საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის შემცირების გზით, მიიჩნევენ ფონდში.

სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მუშაობა

სსფ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მდგრადი ფინანსური სექტორის ამაღლებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის ტარტეგირება მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმთან ერთად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, სსფ-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ შეჩერდეს მიღწეულზე.

„მიუხედავად დადებითი შედეგებისა, ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს და განაგრძოს რეფორმები ზრდის გზაზე სტრუქტურული ბარიერების თავიდან აცილებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

სსფ-ის წინა სამწლიანი პროგრამა საქართველოში 2014 წლის ივლისში დამტკიცდა და საკრედიტო ხაზის სახით (Stand by Arrangement) 154 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0