EBRD: საქართველო ევროპის „მეორე ტალღის" ლიდერია

გამოწერა
EBRD-ს რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერმა საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მოწინავე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ცდილობენ დასავლურ ეკონომიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ — საქართველო ევროპის „მეორე ტალღის" ლიდერია, განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერმა.

ბალვანერის განცხადება საქართველოში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ეფუძნებოდა.

„რამდენიმე კვირის წინ თბილისში EBRD-ს პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, „მეორე ტალღის" ქვეყნებს შორის ლიდერია საქართველო, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება დასავლური ეკონომიკის ნაწილი", — განაცხადა ბალვანერმა თბილისში Emerging Europe-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: წლის ბოლომდე გვექნება ეკონომიკის დაგეგმილზე უფრო მაღალი რეალური ზრდა

მისი სიტყვებით, ჩაკრაბარტი იმას გულისხმობდა, რომ „პირველმა ტალღამ" გააერთიანა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები — პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, რომლებმაც უკვე მოასწრეს საკმაოდ წარმატებით ინტეგრირება ევროპულ ეკონომიკაში.

„რაც შეეხება „მეორე ტალღის" ქვეყნებს, ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც ცდილობენ საბაზრო ეკონომიკაში თავის დამკვიდრებას. საქართველოს ამ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილი უჭირავს", — განაცხადა ბალვანერმა.

საქართველოს ლიდერობა პირველ რიგში მთავრობის სწორი სტრატეგიითაა გამოწვეული, აღნიშნა ბალვანერმა.

ადრე EBRD-ს პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კარგ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც კარგი ეკონომიკური მენეჯმენტითაა განპირობებული და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე და მომავალ წლებში გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს.

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ნიშნულზეა დაგეგმილი. საქართველოში 2017 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0