პრემიერი: წლის ბოლომდე გვექნება ეკონომიკის დაგეგმილზე უფრო მაღალი რეალური ზრდა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფისკალური მენეჯმენტის სისტემით. ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ დაბრკოლება წარმატებით გადალახა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გამოირჩევა ერთი-ერთი კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითა და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები აბსოლუტურად იმ ჩარჩოებშია, როგორც იყო განსაზღვრული, ხოლო ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა დაგეგმილს გადააჭარბა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოში 4,3%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ საქართველოში ორკვირიანი ვიზიტი 9 ოქტომბერს დაასრულა. ვიზიტისას შეისწავლეს ფონდის პროგრამის რეალიზების მსვლელობა საქართველოში. მისიამ მიმდინარე პროგრამის პირველ მიმოხილვას დადებითი დასკვნა დაურთო და დოკუმენტის გატანას განსახილველად 2017 წლის ნოემბერში ფონდის დირექტორთა საბჭოზე გეგმავს.

„ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება ეკონომიკის უფრო მაღალი რეალური ზრდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი 4,3%-მდე გაზარდა, თუმცა, ჩვენ ცოტა უფრო მეტ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე", — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფისკალური მენეჯმენტის სისტემით. ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ ყველა დაბრკოლება წარმატებით გადალახა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში მსხვილი ინვესტიციებია დაგეგმილი

„დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რა თქმა უნდა, რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სამწლიანი ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენაა მიმართული, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც ქვეყანამ უკვე მიიღო 40,7 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0