კონფერენცია ძალადობის თემაზე: ქალები მეტ ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას ითხოვენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის მანდატის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კონფერენციაზე განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობებისა და მონიტორინგის შედეგები. ასევე, წარმოადგინეს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ახალი ასპექტები.

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში იყო ის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2011 წელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
მიმართეთ პოლიციას - შსს-ს რჩევები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უწყებათაშორისი კომისიის წევრი მინისტრის მოადგილეები, რეგიონული თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებაა დასახვეწი ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი პროგრესიც.

„ქალები ითხოვენ მეტ ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, ასევე მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა…", — განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.

კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის გარკვეული სქემა მოქმედებს და სახელმწიფო ამ პრობლების აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობს.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
„დაზარალებულთა კვირეული“: არტ-ნამუშევრების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად შევიდა. ესაა დამამძიმებელი გარემოება ისეთი დანაშაულების ჩადენისას, როგორებიცაა მკვლელობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და ძალადობა.

საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2017 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის 185 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან სამართლებრივი დევნა 120 შემთხვევაში დაიწყო.

მოძალადე მამაკაცებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 25-44 წლის ასაკობრივ შუალედში, ასევე მსხვერპლ ქალებში – 25-44 წლის ასაკობრივ შუალედში.

შსს-ს მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის სახეებიდან ჭარბობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. საქართველოს რეგიონებს შორის ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება თბილისში, ყველაზე ცოტა — სამცხე-ჯავახეთში.

 

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0