მიმართეთ პოლიციას - შსს-ს რჩევები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა

ოჯახური ძალადობა მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში აქტუალურ თემად რჩება, ყველაზე ხშირად მისი მსხვერპლი ქალები და ბავშვები ხდებიან.

საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის გარკვეული სქემა მოქმედებს და სახელმწიფო ამ პრობლების აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობს.

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „Sputnik-საქართველო“ მკითხველს სთავაზობს გარკვევას, თუ რა არის ოჯახური ძალადობა და, შსს-ს რეკომენდაციების თანახმად, როგორ უნდა მოიქცეს მისი მსხვერპლი.

ეს დღესასწაული გაერომ ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით დააარსა. 2017 წლის თემაა — „არავინ დარჩეს უკან“. ამ დღეს 1981 წლიდან 25 ნოემბერს აღნიშნავენ.

პაციენტები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
აფხაზეთიდან ჩამოყვანილი ბავშვი ზუგდიდის მიმღებ ოჯახში აღმოჩნდა

„თანამედროვე სამყაროში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ძნელად აღმოსაფხვრელი და ადამიანთა უფლებების დარღვევის კატასტრიფული შედეგების გამომწვევი მიზეზია“, — ნათქვამია გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ძალადობის სახეები

ოჯახური ძალადობა ზოგადი ცნებაა და ორი ტოპის ძალადობას გულისხმობს: ფსიქოლოგიურსა და ფიზიკურს.

ფიზიკური ძალადობა გამოიხატება სხეულის დაზიანებების მიყენებაში, თავისუფლების აღკვეთაში, ძალადობის ობიექტისთვის ძვირფასი ნივთების განადგურებაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ გულისხმობენ შეურაცხყოფებს, მუქარებსა და დისკრიმინაციას.

გარდა ამისა, ძალადობა შეიძლება იყოს პირდაპირი და ირიბი. პირდაპირი ძალადობის დროს ფიზიკური და ფსიქოემოციური ზეწოლა ხორცილედება უშუალოდ ძალადობის ობიექტზე, ხოლო ირიბის დროს — სხვა ადამიანზე, რაც ძალადობის ობიექტის ფსიქიკაზე აისახება.

ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: მეუღლე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია, შვილი, აყვანილი შვილები, შვილიშვილები, შვილიშვილის მეუღლე, ძმა, და, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი პირები ან მეურვე.

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქცია - Sputnik საქართველო
ძალადობის მსხვერპლთა ცენტრს ერთ წელიწადში 100-მა ქალმა მიმართა

როგორ ვებრძოლოთ ძალადობას

თუ საქართველოში ქალი ამა თუ იმ სახის ძალადობის მსხვერპლი გახდა, პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას პოლიციაში მიმართვა წარმოადგენს, აფრთხილებს შსს.

ამისათვის საკმარისია აკრიფოთ ტელეფონის ნომერი „112“.

გარდა ამისა, არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის საკონსულტაციო ცხელი ხაზი — 116 006.

სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომელს შეუძლია შემაკავებელი ან ამკრძალავი ორდერის გამოწერა ან დამრღვევის დაკავება.

გარდა ამისა, ორდერის არსებობის შემთხვევაში, ქალს, ბავშვებთან ერთად, შეუძლია წავიდეს სახლიდან, და, თუ მას სხვაგან წასასვლელი არ აქვს, მიიღოს თავშესაფარი ძალადობის მხვერპლთა ცენტრში სამი თვის ვადით. თავშესაფარში ცხოვრების ხანგრძლივობა კიდევ სამი თვით შეიძლება გაიზარდოს.

ორდერის არარსებობის შემთხვევაში თავშესაფარში მოხვედრა შესაძლებელია სპეციალურ საბჭოში სტატუსის მინიჭების შემდეგ. ამისათვის უნდა დარეკოთ ნომერზე 116 006.

ცენტრებში, თავშესაფრის გარდა, ძალადობის მსხვერპლი იღებს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო დახმარებას.

თბილისის გარდა ასეთი თავშესაფარი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებობს.

ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ძალადობის მსხვერპლთათვის ცხელი ხაზი რვა ენაზე ამოქმედდა

ხუთი რჩევა

არ შეგეშინდეთ, მიმართოთ პოლიციას. დროულად გამოწერილ ორდერს ქალის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

არ შეგეშინდეთ გაკიცხვის. ის, რასაც გარშემომყოფი ადამიანები ამბობენ, არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ქალისა და მისი შვილების ჯანმრთელობა.

არ შეგეშინდეთ მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვის. თანამედროვე სამყაროში ქალისთვის სამუშაოს პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე მამაკაცისთვის.

იზრუნეთ ბავშვებზე. ბავშვი, რომელიც დედაზე ძალადობის მომსწრეა, გაცილებით უბედურია იმ ბავშვზე, რომელიც არასრულფასოვან ოჯახში იზრდება.

ნუ იქნებით გულგრილნი. თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. იმოქმედეთ, თუ მეზობლებისა და მეგობრების წრეში ოჯახური ძალადობის ფაქტს შეესწარით. მთავარია, კანონის ფარგლებს არ გასცდეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0