აფხაზეთიდან ჩამოყვანილი ბავშვი ზუგდიდის მიმღებ ოჯახში აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Stringerპაციენტები საავადმყოფოში
პაციენტები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვის ახლობლებმა, რომლებმაც ის აფხაზეთიდან ჩამოიყვანეს, ვერ ახსნეს, საიდან გაჩნდა მას სხეულზე დაზიანებები

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აფხაზეთიდან ჩამოყვანილი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ზუგდიდის კლინიკამ მიიღო, მიმღებ ოჯახს გადასცეს, რადგან მის სახესა და კისერზე არსებულმა ნაკაწრებმა და ჩალურჯებებმა ეჭვი გამოიწვია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

2 წლისა და 9 თვის ბავშვი აფხაზეთიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, დედამ და ბაბუამ ჩამოიყვანეს. ბავშვს, ნაკაწრებისა და ჩალურჯებების გარდა, სუნთქვის პრობლემებიც აღენიშნებოდა.

როდესაც ექიმებმა ბავშვი ასეთ მდგომარეობაში ნახეს, მათ განგაში ატეხეს. ახლობლებმა ვერ ახსნეს, როგორ მიიღო ბავშვმა ასეთი დაზიანებები. ექიმებმა გამოიძახეს პოლიცია და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში აფხაზურ ენას დაიცავენ და განავითარებენ

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით („ოჯახური ძალადობა“) აღძრა, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 300 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ბავშვი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახს მიაბარეს. ეს პროგრამა შვილად აყვანას არ გულისხმობს.

პოლიციამ ბავშვის დედა უკვე გამოკითხა. ის მოგვიანებით აფხაზეთში დაბრუნდა.

საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი 1993 წელს დაკარგა. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0