მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებით მათი ორი თანატოლია დაკავებული.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თავისი თანატოლის — 16 წლის დავით სალარიძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც დანით მძიმე ჭრილობები მიიღეს 16 წლის მოზარდებმა — ლევან დადუნაშვილმა და დავით სარალიძემ. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში. დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ბრალდებული გ.ჯ. კი, რომელიც პოლიციას ორშაბათს ჩაბარდა, 1 დეკემბრიდან იძებნებოდა.

„გამოძიების ამ ეტაპისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის ორი ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება“, — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა თბილისში: ბრალდებულ მოზარდებს პატიმრობა შეეფარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, „რომელთა 24-საათიანმა, ინტენსიურმა მუშაობამ უზრუნველყო საქმის გამოძიება და ბრალდებულების დაკავება“.

ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი სასამართლო მოსმენა 2018 წლის 9 იანვარს გაიმართება.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ პარასკევს, დილით ერთ-ერთ შესვენებაზე №51 სკოლის საპირფარეშოში ორ მეცხრეკლასელს დახვდა ექვსი მეთერთმეტეკლასელი, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. ამან მეცხრეკლასელების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მოგვიანებით ჩხუბი მოჰყვა, რომელშიც 20-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შს და განათლების სამინისტროები დანაშაულის პრევენციის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

ამ დროისთვის დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი, ასევე ორი მოსწავლის მამა, რომელსაც ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სარალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს მიმალვაში დაეხმარნენ.

პოლიცია მოწმეების დაკითხვას აგრძელებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა“, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0